ფეხბურთი

16:50 | 5.07.2014 | ნანახია 184 - ჯერ

დვალიშვილი აპოელ-საც სურს

კვიპროსულ აპოელ-ს ლადო დვალიშვილის შეძენა სურს. აქამდე ცნობილი იყო "ომონიასგან" დაინტერესებაზე, თუმცა ამჯერად მეორე ნიქოზიურმა კლუბმაც მიმართა ვარშავის "ლეგიას".

აპოელ-ი კვიპროსის მოქმედი ჩემპიონია და ბოლო წლებში ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, აქედან ერთხელ კი მეოთხედფინალამდე მივიდა, რაც უნიკალური მოვლენააა კვიპროსულ ფეხბურთში. 

დვალიშვილს მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს პოლონეთის ჩემპიონთან და აპოელ-ს არცთუ მცირე თანხის გადახდა მოუწევს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.062341
184