ლადო დვალიშვილმა დუბლი შეასრულა ვარშავის "ლეგიასა" და ხოჟუვის "რუხის" შეხვედრაში. ეს იყო პოლონეთის თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩი, რომელიც ლადოს გუნდმა 2:1 მოიგო. პირველი თამაში 0:0 დასრულდა და შესაბამისად, "ლეგია" ფინალში გავიდა.
ქართველმა 52-ე წუტზე გახსნა ანგარიში, 55-ეზე მეტოქემ პენალტით გაათანაბრა და 5 წუთში ლადომ ასევე პენალტით მიითვალა გადამწყვეტი გოლი. დვალიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
ქართველი ფორვარდის შედეგიანობა შთამბეჭდავია: ბოლო 4 მატჩში 4 გოლი დაუგროვდა. სულ კი, ამ სეზონში, ჩემპიონატ-თასიანად 15 გოლი აქვს აქტივში.
"ლეგია" ფინალში ან "შლიონსკის" შეხვდება, ან "ვისლას".