"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ცენტრალური თავდამსხმელი დუვაიტ ჰოვარდი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ჰაკიმ ოლაჯუონთან სამწვრთნელი პროცესის განახლებას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ "სუპერმენი" გასულ ზაფხულს 1 თვის განმავლობაში გადიოდა საწვრთნელ პროცესს "ჰიუსტონის" ლეგენდარული ცენტრის მეთვალყურეობის ქვეშ.
ერთ-ერთმა გულშემატკივარმა დუვაიტს "ტვიტერზე”'კითხვა დაუსვა, აპირებდა თუ არა იგი მომავალში ჰაკიმთან თანამშრომლობას, რაზეც ჰოვარდმა უპასუხა: "აუცილებლად... ზაფხულში ისევ განახლდება ჩვენი ვარჯიშები".