ფეხბურთი

12:53 | 6.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

დუშანი წავიდა

მე-15 ტური რამდენიმე მიზეზით იყო გამორჩეული. ჯერ ერთი, წლევანდელ სეზონში პირველად მოხდა, რომ მატჩები ამინდის გაუარესების მიზეზით გადაიდო. დასავლეთ საქართველოში მოსული თოვლის გამო 3 შეხვედრა ერთი დღით გვიან გაიმართა. ძირითადად პრობლემები იმ გუნდებს შეექმნათ, რომელთაც რიკოთის უღელტეხილი ჰქონდათ გადასავლელი. შედეგად, მაგალითად “ზუგდიდის” ფეხბურთელებს ავტობუსში ყოფნა 16 საათის განმავლობაში მოუხდათ და “სიონთან” მატჩში არცთუ ყოჩაღად გამოიყურებოდნენ. ბოლნისელებმა 1:0 მოუგეს “ზუგდიდს”. ეს “სიონის” ზედიზედ მეოთხე გამარჯვება გახლდათ ჩემპიონატში. არადა, ზუგდიდელებმა ერთადერთი მოგება სწორედ “სიონთან” პირველი წრის მატჩში მოახერხეს. ეს ამბავი 31 აგვისტოს მოხდა. მას შემდეგ კი 11 ტური მიილია.

მეორე: ნავსი გატეხა ქუთაისის “ტორპედომ.” ქუთათურებმა მინიმალური ანგარიშით შინ ცხინვალის “სპარტაკი” დაამარცხეს. არადა, აქამდე ჟერარდ სარაგოსას შეგირდებს მიჯრით 5 მატჩი ჰქონდათ წაგებული და პირველი წრის შემდეგ ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს, ზედა ექვსეულში მოხვედრაც კი პრობლემად ექცა. სარაგოსა ამბობდა: ერთი მოგება გვჭირდება საკუთარი თავის ისევ რომ ვირწმუნოთო. იმედია, ასეც მოხდება.

მესამე და მთავარი ამბავი “დინამო არენაზე” მოხდა. თბილისის “დინამოს” ჩეხი დამრიგებელი, დუშან უჰრინ უმცროსი “გურიასთან” მატჩის შემდეგ “გლადიატორების” ტრიბუნასთან მივიდა, ქომაგებს მადლობა გადაუხადა და გასახდელში შევიდა. მოგვიანებით მან გამოაცხადა, რომ გუნდიდან მიდის და მშობლიურ “პლზენში” გააგრძელებს მუშაობას. ეს ამბავი დიდად არავის გაკვირვებია, იმიტომ რომ, ბოლო დღეებში საინფორმაციო საშუალებებში არა-ერთხელ გაიჟღერა ბატონი უჰრინის შესაძლო წასვლის თემამ. დუშანი თავიდან უარყოფდა, “პლზენიდან” არავინ დამკავშირებიაო, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ მისი “დინამოდან” წასვლა მხოლოდ დროის ამბავი იყო.

 

მეტალურგი (რუსთავი) – დილა (გორი) 0:0

 

ზესტაფონი – ჩიხურა (საჩხერე) 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ნიკა კვასხვაძე (48), 1:1 ვახტანგ ჭანტურიშვილი (62) 

 

სიონი (ბოლნისი) – ზუგდიდი 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ლადო ახალაია (63) 

 

მერანი (მარტვილი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 გიორგი კორიფაძე (12), 1:1 ლაშა ღონღაძე (20), 1:2 ნიკოლოზ მაისურაძე (76)

 

ტორპედო (ქუთაისი) – სპარტაკი (ცხინვალი) 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 თორნიკე კაპანაძე (20) 

 

დინამო (თბილისი) – გურია (ლანჩხუთი) 3:1 (0:1)

გოლები: 0:1 ვილი ისიანი (29), 1:1 ჩისკო (58), 1:2 გიორგი მერებაშვილი (79), 1:3 ჯაბა დვალი (89)

 

1      დინამო (თბ)                                                15           11           3           1            37:12           36          
2 ჩიხურა 15 9 3 3 33:21 30
3 გურია 15 8 0 7 17:21 24
4 დილა  15 6 5 4 20:14 23
5 მეტალურგი 15 6 5 4 20:19 23
6 ზესტაფონი 15 6 4 5 17:12 22
7 ტორპედო 15 6 4 5 18:15 22
8 სიონი 15 6 4 5 19:18 22
9 ვიტ ჯორჯია 15 5 3 7 19:23 18
10 მერანი 15 4 1 10 14:30 13
11 სპარტაკი 15 3 1 11 11:24 10
12 ზუგდიდი 15 1 5 9 5:20 8

 

მეგოლეები:

11 - დიმიტრი ტატანაშვილი (2, “ჩიხურა”)

9 - ირაკლი მოდებაძე (2 პენ, “დილა”)

8 – დორინ გოგა (“დინამო”)

7 - ჩისკო (“დინამო”)

6 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ვილი ისიანი (“გურია”)

5 - გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”), ჯაბა დვალი (“დინამო”)

4 – გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”) გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ჯამბულ ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), თენგიზ ჩიკვილაძე (2, “გურია”), ლადო ახალაია (“სიონი”)  

3 – ლაშა თოთაძე, გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი გველესიანი, დავით კვირკველია (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი, ლაშა კუჭუხიძე (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (“მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ალექსანდრე კოშკაძე (“გურია”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”)

 

  შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10936