ფეხბურთი

12:05 | 7.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

დუშან უჰრინი: “მაყურებელმა სანახაოებრივი შეხვედრა იხილა”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბუქარესტში “სტიაუასთან” ნათამაშები ფრის (1:1) შემდეგ, თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა აღნიშნა, რომ გულშემატკივრებმა სანახაოებრივი თამაში იხილეს.

დუშან უჰრინი: “პირველ ყოვლისა, “სტიაუას” შემდეგ ეტაპზე გასვლას ვულოცავ. ორივე გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში იბრძოდა და ვფიქრობ, მაყურებლმა კარგი, სანახაობრივი შეხვედრა იხილა. ჩემმა გუნდმა თამაში პასიურად დაიწყო და გოლი გავუშვით. თუმცა, მეორე ტაიმის სასტარტო 20 წუთი კარგად ვითამაშეთ, გოლიც გავიტანეთ და ანგარიშში წონასწორობა აღვადგინეთ. მეტოქის კარის აღება კიდევ რამდენჯერმე შეგვეძლო. მეორე გოლი რომ გაგვეტანა, მატჩი უფრო საინტერესოდ წარიმართებოდა. მართალია, ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა დავასრულეთ, წინ ევროპის ლიგის პლეი ოფი გველის. მანამდე საქართველოს ჩემპიონატის პირველ ტურში “ზესტაფონის” წინააღმდეგ გვაქვს სათამაშო”.

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, “დინამო” ევროპის ლიგის პლეი ოფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე 9 აგვისტოს კენჭისყრაზე გაირკვევა.

 

0.131179