კალიფორნიაში "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" და "ოკლაჰომამ" ნამდვილი შოუ დადგეს, რომლის სცენარი ჰოლივუდურ მძაფრსიუჟეტიან ფილმს უფრო შეეფერებოდა. რას ვესტბრუკისა და კევინ დურანტის ბრწყინვალე თამაშის შედეგად, "თანდერმა" ბოლო წამებზე გამოგლიჯა მეტოქეს გამარჯვება (108:104) და მიმდინარე სეზონში "კლიპერსი" უკვე მესამედ დაამარცხა.
შეხვედრა მასპინძლებმა საშინლად დაიწყეს და საწყისი 3 წუთის განმავლობაში მეტოქეს ქულაც კი ვერ ჩაუგდეს. სამაგიეროდ, ძალიან კარგი სტარი გამოუვიდა ვესტბრუკს, რომელიც ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ძალზე იოლად გადიოდა სასროლ პოზიციაზე და დიდი წარმატებით ბომბავდა "კლიპერსის" კალათს. ბლეიკ გრიფინმა ძალიან მალევე 2 პერსონალური ფოლი მიიღო და სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, რითიც მშვენივრად ისარგებლა კევინ დურანტმა, რომელმაც თავისი სწრაფი შესვლებით სამწამიან ზონაში "სისხლი გაუშრო" ვინი დელ ნეგროს მიერ დამოძღვრილ გუნდს. ამ ფაქტორთა გათვალისწინებით, პირველი მეოთხედი "ოკლაჰომამ" 7–ქულიანი სხვაობით მოიგო – 27:20.
მეორე პერიოდში ვერც მასპინძელთა მეორე ხუთეულმა გაამართლა გაცემული ავანსები, ძალზე ინერტულად გამოიყურებოდნენ მეტ ბარნსი, ლამარ ოდომი და ჯამალ კროუფორდი. "თანდერის" სუპერდუეტი" კი აგრძელებდა მეტოქის დაცვის დაწიოკებას. მეორე მეოთხედის ბოლოს ვესტბრუკის და დურანტის მონაგარი ჯამში 37 ქულა იყო, ხოლო კრის პოლის და გრიფინის დუეტისა – 14.
მასპინძლებს უკანდასახევი გზა აღარ ჰქონდათ, აგებდნენ რა 17 ქულას. მათ შეხვედრის მეორე ნახევარში რისკიანი თამაში დაიწყეს, რამაც რაღაც პერიოდის განმავლობაში გაამართლა. "აფეთქდა" კრის პოლი, რომელმაც მესამე პერიოდში მეტოქეს 14 ქულა ჩაუგდო, ჯამალ კროუფორდმა და მეტ ბარნსმა შორეული ტყორცნები გამოიყენეს, სერჟ იბაკამ უხეში თამაშისთვის ტექნიკური ფოლი დაიმსახურა, რომელიც ასევე აღებულ ქულებად აქციეს მასპინძლებმა, რის შემდეგაც ვითარება უაღრესად დაიძაბა. მთელი მატჩის განმაბვლობაში ჩუმად მყოფი დამსწრე პუბლიკა უკვე აქტიურად უჭერდა მხარს კალიფორნიელებს. მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 90 წამით ადრე ჯამალმა კიდევ ერთი სამიანი ჩააგდო და "კლიპერსი" პირველად დაწინაურდა – 100:99. თითქოს მასპინძლებმა ფსიქოლოგიური უპირატესობაც მოიპოვეს, მაგრამ ჯერ ვესტბრუკმა შეისეირნა მეტოქის სამწამიანში უპრობლემოდ – 101:100, შემდეგ შეტევაში მასპინძლებმა კიდევ ერთი ლაფსუსი დაუშვეს, რაც სერჟ იბაკას 3–ქულიან შეტევად დაუჯდათ, რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა კიდეც შეხვედრის ბედი. საბოლოოდ, 108:104 – "ოკლაჰომას" დამსახურებული გამარჯვება.
მატჩის გმირი კევინ დურანტი გახდა, რომელმაც შეხვედრა 35 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა. მასპინძელთა რიგებში კი გამოირჩა კრის პოლი, რომელმაც 26 ქულა დააგროვა, თუმცა ძალიან ცუდი პროცენტით ისროლა თამაშიდან (8-21).
ზაზა ფაჩულია და მისი "ატლანტა" გასვლით ტურნეს აგრძელებენ. ამჯერად მათ დაპირისპირება "ლეიკერსთან" მოუწიათ და დაძაბულ ბრძოლაში, მეოთხე მეოთხედის ბოლო წამებზე კობი ბრაიანტის მიერ შესრულებული ზუსტი სროლის შემდეგ დასანანი მარცხი იწვნიეს – 98:99. ქართველი ცენტრი "ჰოუქსის" სასტარტო ხუთეულში გახლდათ და პარკეტზე 20:18 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში მან საკუთარ გუნდს 2 ქულა (1-1 ორქულიანი), 2 მოხსნა (1 შეტევაში), 4 შედეგიანი პასი და 1 დაფარება მოუტანა.
ნიუ იორკი - მაიამი 93:99 (22:23, 37:22, 18:28, 16:26)
ნიუ იორკი: შამპერტი (3), ფელტონი (9), ჩენდლერი (10), ვაითი, ენტონი (32); სმიტი (13+12მ), სტადემაირი (12), კიდი (14), ნოვაკი
მაიამი: ჩელმერსი (6), ვეიდი (20), ბოში (16), ჰასლემი (4), ჯეიმსი (29+11მ); ალენი (7), ბეტიე (12), ანდერსონი (1), ლუისი, კოული (4)
ლეიკერსი - ატლანტა 99:98 (30:26, 22:19, 27:28, 20:25)
ლეიკერსი: ნეში (15+10პ), ბრაიანტი (34), ჰოვარდი (11+15მ), კლარკი (7), ვორლდ ფისი (13); ჯეიმისონი (10), მიქსი (1), ბლეიკი (8)
ატლანტა: ტიგი (8), სტივენსონი (4), ფაჩულია (2), ჰორფორდი (24), სმიტი (19); პეტრო (6), ჰარისი (16), კორვერი (16), ტოლივერი (3)
კლიპერსი - ოკლაჰომა 104:108 (20:27, 21:27, 32:28, 31:26)
კლიპერსი: პოლი (26), ბილაფსი (1), ჯორდანი (7), გრიფინი (20), ბატლერი (10); ოდომი (6), კროუფორდი (20), ბარნსი (8), ჰოლინსი (2), ბლედსოუ (2), ჰილი (2)
ოკლაჰომა: ვესტბრუკი (29+10პ), სეფალოშა (9), პერკინსი (2), იბაკა (16), დურანტი (35); მარტინი (10), კოლისონი (2), ტაბიტი (1), ჯექსონი (4)
ვაშინგტონი - ფილადელფია 90:87 (26:22, 24:27, 22:19, 18:19)
ვაშინგტონი: ვოლი (16), ბილი (14), ოკაფორი (12+16მ), ნენე (15), ვებსტერი (16); ვესლი (6), არიზა (9), პრაისი (2), სერაფინი, ტემპლი
ფილადელფია: ჰოლიდეი (14), აივი (4), ჰოუსი (14+11მ), თ. იანგი (14), თურნერი (11+10მ); ალენი (2), რაიტი (15), ვილკინსი (6), პარგო (1), მოუტრი (6)
ორლანდო - მემფისი 82:108 (19:29, 16:31, 22:22, 25:26)
ორლანდო: მური (12), აფლალო (12), ვუჩევიჩი (6), ნიკოლსონი (12), ჰარკლესი (11); უდრიხი (5), ჰარინგტონი (7), ჰარისი (6), ლემბი (2), ჯონსი (7), ოქვინი (2)
მემფისი: კონლი (13), ალენი (13), გასოლი (12+11პ), არტური (7), პრინსი (14); დევისი (10+10მ), ბეილისი (6), პოინდექსტერი (12), როტენი (8), ლეური (6), პიტმანი (2), დაიე (5)
საკრამენტო - შარლოტი 119:83 (27:27, 27:13, 43:19, 22:24)
საკრამენტო: ტომასი (10), ევანსი (13), კაზინსი (14), ტომფსონი (18+14მ), სალმონსი (22); ტორნტონი (18), ფრედიტი (7)ჰოუსი (6), პატერსონი (5), დუგლასი (2), ჯონსონი (2), ოლდრიჯი (2)
შარლოტი: ვოკერი (11), ჰენდერსონი (12), მულენსი (12), ბიიომბო (2), კიდ გილკრისტი (10); დიოპი (2), სეშენსი (4), ტეილორი (9), ადრიენი (3), გორდონი (3), მაკრობერტსი (6), უილიამსი (9)
ჰიუსტონი - დალასი 136:103 (31:33, 33:28, 44:17, 28:25)
ჰიუსტონი: ლინი (21), ჰარდენი (21), აშიკი (10+10მ), მოტეიუნასი (8), პარსონსი (32); დელფინო (3), ბევერლი (9), რობინსონი (10), გარსია (8), ანდერსონი (3), სმიტი (8), ოლდრეხტი (3)
დალასი: კოლისონი (5), მეიო (18), კამანი (6), ნოვიცკი (8), მერიონი (14); კარტერი (12), კრაუდერი (8), ბრენდი, ჯეიმსი (11), ჯონსი (2), რაიტი (12), ბობუა (7), ბ. ჯეიმსი
სან ანტონიო - დეტროიტი 114:75 (32:19, 28:21, 29:16, 25:19)
სან ანტონიო: ჯოზეფი (8), გრინი (16), სპლიტერი (8), დანკანი (16+11მ), ლეონარდი (14); ბლერი (4), მილსი (6), ჯინობილი (17), ჯექსონი (6), ბონერი (2), დე კოლო (3), ბეინსი (7), ნილი (7)
დეტროიტი: კალდერონი (14), ნაითი (8), მონრო (16), მაქსიელი (1), სინგლერი (5); სტაკი, ვილიანუევა (10+10მ), მიდლეტონი (2), ბაინამი (6), ჟერებკო (10), ინგლიში, კრავცოვი (3)
ინდიანა - ჩიკაგო 97:92 (32:21, 15:19, 22:26, 28:26)
ინდიანა: ჰილი (21), სტივენსონი (9), ჰიბერტი (18+10მ), ვესტი (31), ჯორჯი (10); ტ. ჰენსბრო (2), გრეინჯერი, ოგუსტინი (2), მაინმი (4), ჯონსონი, იანგი
ჩიკაგო: რობინსონი (6), ბელინელი (20), ნოა (14+10მ), ბუზერი (6), დენგი (15); ბატლერი (20), რადმანოვიჩ (2), ტიგი (2), მოჰამედი (7), კუკი
დასავლეთ კონფერენცია
1. | სან ანტონიო | 61 | 47 | 14 | 6393:5840 | 0.770 |
2. | ოკლაჰომა | 59 | 43 | 16 | 6298:5744 | 0.729 |
3. | კლიპერსი | 62 | 43 | 19 | 6236:5829 | 0.694 |
4. | მემფისი | 58 | 39 | 19 | 5424:5191 | 0.672 |
5. | დენვერი | 60 | 38 | 22 | 6332:6109 | 0.633 |
6. | გოლდენ სტეიტი | 60 | 33 | 27 | 6052:6091 | 0.550 |
7. | იუტა | 59 | 32 | 27 | 5812:5814 | 0.542 |
8. | ჰიუსტონი | 61 | 33 | 28 | 6529:6324 | 0.541 |
9. | ლეიკერსი | 60 | 30 | 30 | 6138:6065 | 0.500 |
10. | პორტლენდი | 58 | 27 | 31 | 5638:5786 | 0.466 |
11. | დალასი | 59 | 26 | 33 | 5959:6053 | 0.441 |
12. | მინესოტა | 56 | 20 | 36 | 5331:5484 | 0.357 |
13. | ნიუ ორლეანი | 60 | 21 | 39 | 5655:5860 | 0.350 |
14. | ფინიქსი | 60 | 21 | 39 | 5673:5984 | 0.350 |
15. | საკრამენტო | 61 | 21 | 40 | 6009:6399 | 0.344 |
აღმოსავლეთ კონფერენცია
1. | მაიამი | 57 | 43 | 14 | 5911:5505 | 0.754 |
2. | ინდიანა | 60 | 38 | 22 | 5637:5378 | 0.633 |
3. | ნიუ იორკი | 56 | 35 | 21 | 5603:5396 | 0.625 |
4. | ატლანტა | 58 | 33 | 25 | 5661:5603 | 0.569 |
5. | ჩიკაგო | 60 | 34 | 26 | 5560:5475 | 0.567 |
6. | ბრუკლინი | 60 | 34 | 26 | 5699:5695 | 0.567 |
7. | ბოსტონი | 58 | 31 | 27 | 5575:5564 | 0.534 |
8. | მილუოკი | 57 | 29 | 28 | 5604:5647 | 0.509 |
9. | ფილადელფია | 58 | 23 | 35 | 5334:5549 | 0.397 |
10. | ტორონტო | 60 | 23 | 37 | 5828:5932 | 0.383 |
11. | დეტროიტი | 62 | 23 | 39 | 5863:6066 | 0.371 |
12. | კლივლენდი | 59 | 20 | 39 | 5760:5965 | 0.339 |
13. | ვაშინგტონი | 58 | 19 | 39 | 5332:5531 | 0.328 |
14. | ორლანდო | 60 | 16 | 44 | 5643:6022 | 0.267 |
15. | შარლოტი | 59 | 13 | 46 | 5490:6078 | 0.220 |