ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნებულმა კარლოს დუნგამ პირველი 2 მატჩისთვის გუნდში გამოძახებული ფეხბურთელები დაასახელა.
ბრაზილიელთა განაცხადში მოხვდა გუნდის ლიდერი ნეიმარიც. ცოტა ხნის წინათ, დუნგამ განაცხადა, რომ ნეიმარი ვარსკვლავი არაა. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონას” შემტევი ნაკრებიდან წასვლაზე დაფიქრდა, მაგრამ როგორც ჩანს, პრობლემა ამოწურულია.
ბრაზილიის ნაკრების განაცხადი ასე გამოიყურება:
მეკარეები: ჯეფერსონი (“ბოტაფოგო”), რაფაელ კაბრალი (“ნაპოლი”, იტალია);
მცველები: მარკინიოსი (პსჟ, საფრანგეთი), დავიდ ლუისი (პსჟ, საფრანგეთი), ჟილი (“კორინთიანსი”), მირანდა (“ატლეტიკო”, ესპანეთი), მაიკონი (“რომა”, იტალია), ფილიპე ლუისი (“ჩელსი”, ინგლისი), დანილო (“პორტუ”, პორტუგალია), ალექს სანდრო (“პორტუ”, პორტუგალია);
ნახევარმცველები: ლუის გუსტავო (“ვოლფსბურგი”, გერმანია), ელიასი (“კორინთიანსი”), ფერნანდინიო (“სიტი”, ინგლისი), რამირესი (“ჩელსი”, ინგლისი), ოსკარი (“ჩელსი”, ინგლისი), ვილიანი (“ჩელსი”, ინგლისი), ევერტონ რიბეირუ (“კრუზეირო”), რიკარდო გულარი (“კრუზეირო”), ფილიპე კოუტინიო (“ლივერპული”, ინგლისი);
თავდამსხმელები: ჰალკი (“ზენიტი”, რუსეთი), დიეგო ტარდელი (“ატლეტიკო მინეირო”), ნეიმარი (“ბარსელონა”, ესპანეთი).
ბრაზილიის ნაკრები, 5 და 9 სექტემბერს, კოლუმბიასა და ეკვადორს ამხანაგურად დაუპირისპირდება. ორივე თამაში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება.