ფეხბურთი

11:17 | 11.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

დუნგა: "შანსი ბევრს მიეცემა"

ბრაზილიის ნაკრებმა კოლუმბია და ეკვადორი ერთნაირი ანგარიშებით (1:0) დაამარცხა და მწვრთნელმა კარლოს დუნგამ არაერთი ისეთი ფეხბურთელი ათამაშა, "პენტაკამპეონებისთვის" ავადგასახსენებლ მუნდიალზე რომ არ ყოფილან: დანილო, ფელიპე ლუისი, მარკინიოში, ბაროშ რიბეირო, გულარ პერეირა, ტარდელი...

დუნგამ განაცხადა, რომ ჯერ ადრეა ბირთვის ჩამოყალიბებაზე საუბარი:

"ამ ორ მატჩს ცუდად ვერ შევაფასებ. ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ სწრაფ და სხარტ ფეხბურთელებზე, მომავალშიც ამას მივმართავ. შემადგენლობის განახლება შემდგომშიც მოხდება, ბევრს მიეცემა შანსი და მათზეა დამოკიდებული, თუ რამდენად გამოიყენებენ".

ილია კახელიშვილი

0.126615