კალათბურთი

18:30 | 12.03.2013 | ნანახია 0 - ჯერ

დუეინ უეიდისა და კობი ბრაიანტის კვირა

"მაიამის" უკანახაზელი დუეინ ვეიდი და "ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი ნბა-ს გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ”, - იტყობინება ლიგის ოფიციალური საიტი.
მოქმედმა ჩემპიონმა "ჰიტმა" გასულ კვირაში ოთხივე მატჩში იმარჯვა, ხოლო ზედიზედ მოგებულ მატჩთა სერია 18-მდე გაზარდა. უეიდი საშუალოდ მატჩში 25,3 ქულას, 5 შედეგიან გადაცემას, 4,3 მოხსნას და 3,5 ჩაჭრას აგროვებდა. კობი ბრაიანტმა კი, თავის მხრივ, საკუთარ გუნდს ბოლო 4 მატჩიდან სამჯერ გაამარჯვებინა, "შავი მამბას" საშუალო მონაგარი კი ასე გამოიყურებოდა - 33 ქულა, 8,8 პასი და 5,8 მოხსნა.
კვირის საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას ასევე აცხადებდნენ: პოლ პირსი ("ბოსტონი"), დერონ უილიამსი ("ბრუკლინი"), ტაი ლოუსონი ("დენვერი"), მაიკ კონლი, მარკ გასოლი (ორივე - "მემფისი"), ლებრონ ჯეიმსი ("მაიამი"), ჯეი არ სმიტი ("ნიუ იორკი"), კევინ დურანტი ("ოკლაჰომა"), ჯამირ ნელსონი ("ორლანდო"), დემიენ ლილარდი ("პორტლენდი") და ამირ ჯონსონი ("ტორონტო").

გიორგი ბარბაქაძე


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:50 | 05.03.2018
tato777 (1280)

ავტორ საიდან მოგაქვს, რომ შენი ინფორმაცია ოფიციალურია???? შენი ინფორმაცია არის კატალონიური რადიოს ვარაუდი, ხოლო ოფიციალური ინფორმაციით ინიესტას თამაში ჩელსისთან არ არის გამორიცხული და არსებობს თამაშის არც თუ ისე პატარა შანსი, ამიტომ ზოგჯერ გადაამოწმე. რაც შეეხება თამაშს მგრნია, რომ ბარსას არ გაუჭირდება, რადგან ჩელსის ავტობუსს ვერ დააყენებს, რადგან გოლი აქვს აუცილებოად გასატანი ლა თუ მაინც დააყენა ავტობუსი, მაშინ მგრნი ვალვერდე საერთოდ მოკლავს თამაშს ისე, როგორც მოკლა ატლეტიკოსთან და მომენტსაც არ შეაქმნევინებს, ხოლო თუ ჩელსიმ თამაში გახსნა იქ რაც მოზდება ყველამ იცის.

20:51 | 05.03.2018
tato777 (1280)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

19:01 | 05.03.2018
ani-barca (328)

კოუც არ იქნება დემბელე ჯერ არაა ხოდზე და მოუწევთ პაულინიოს და გომეშს ძირითადში თამაში :დ

19:00 | 05.03.2018
ani-barca (328)

ეს თუ არ იყო მართლა არ იქნება ფავორიტი ბარსა

18:20 | 05.03.2018
BEERTRANCE (97819)

ისევ ავტობუსობას თუ მიაწვა ჩელსი რა აზრი აბრაგანები მაინც დაამუღამონ.

18:07 | 05.03.2018
დღევანდელი სპორტი (2667)

მაინც გავა ბარსა.რა თქმა უნდა დიდი დანაკლისია ინიესტა მაგრამ ჩელსის იმდენად არ უყვარს ბურთით თამაში მაინც დაუჭერს ცენტრს ბარსა

18:05 | 05.03.2018
Buratino (3505)

თქვენ იხუმრეთ და ჩელსი ნამდვილად იბრძოლებს, ოღონდ მესის ფაქტორი გადაწონის ალბათ

17:59 | 05.03.2018
ani-barca (328)

35 დან 70 პროცენტამდე ავიდა ჩელსის შანსები

18:38 | 05.03.2018
მიშა_დინამო (63)

მაგრამ უცებ გაჩნდა კოუტინიო და შანსებმა ისევ 35-მდე ჩაიწია

19:00 | 05.03.2018
ani-barca (328)

კოუ ვერ ითამაშებს ამ სეზონში ლიგაზე

17:28 | 05.03.2018
თორღვა პანკელი (1138)

ჰოო ჩელსის არც თუ ისე დიდ შანსებს, სიცოცხლის ფერი დაეტყო.

0.066512