საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები იტალიაში 6 აგვისტოს, დილის საათებში ჩავიდა, მყუდრო ქალაქ ტრენტოს სასტუმრო “სტორტივო ტრენტოში“ დაბინავდა და საღამოს იმ არენაზე ივარჯიშა, რომელზეც დღეს იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება, მანამდე კი, ტურნირის პირველ მატჩში ერთმანეთს პოლონეთი და ისრაელი დაუპირისპირდებიან.
იტალიაში წასვლამდე, იგორ კოკოშკოვმა 4 კალათბურთელს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და ისინი სლოვენიიდან თბილისში გამობრუნდნენ. შარშანდელისგან განსხვავებით, კოკოშკოვის პირველი შემცირება არ შეეხო 21 წლის დუდა სანაძეს, რომელიც ნაკრებს იტალიაში გაჰყვა...
- იტალიაში დილის საათებში ჩამოვედით, რის შემდეგაც სასტუმროში დავისვენეთ და საღამოს ვივარჯიშეთ.
- მწვრთნელმა ვარჯიშზე რაზე გაამახვილა ყურადღება?
- ვარჯიშმა საათნახევარზე მეტ ხანს გასტანა, თუმცა კოკოშკოვს ძალიან არ დავუტვირთივართ. ნამგზავრები ვიყავით და დასვენება გვინდოდა.
- იტალიაში ხომ ჩარტერული რეისით ჩაფრინდით...
- კი, მაგრამ ტრენტო პატარა ქალაქია და აქედან ყველაზე ახლო აეროპორტი ვერონაშია. ლიუბლიანიდან სწორედ ვერონაში ჩავფრინდით, საიდანაც ტრენტოში ავტობუსით ჩამოვედით. დიდი გზა არ იყო, თუმცა ცოტა კი დავიღალეთ და ასეთ დროს, ტრადიციულად, შედარებით მსუბუქი ვარჯიშებია ხოლმე. იგორ კოკოშკოვმა ძირითადად ის კომბინაციები გაგვამეორებინა, რომლებზეც პოდჩეტრტეკის შეკრებაზე ვმუშაობდით. შემდეგ ვესროლეთ და ცოტა ვითამაშეთ კიდეც.
- რომელიმე ჩვენს მეტოქეს ხომ არ შეხვდით?
- პოლონეთმა ივარჯიშა ჩვენამდე და მოგვიწია მათთან შეხვედრა. ისეთი არაფერი.
- იტალიაში წამოსვლამდე, მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ნაკრებიდან 4 კალათბურთელი წავიდა. შარშან ასეთი ბედი შენც გაიზიარე, თუმც ამჯერად ძირითადში მოხვედრის რეალური შანსი გეძლევა...
- შეკრების მეორე ეტაპი გამოვიარე და ნაკრებში ვრჩები. ამავდროულად, სათამაშო ფორმაშიც შევდივარ და მაქსიმუმს ვაკეთებ, რომ გუნდში მოვხვდე. წინ ყველაზე მთავარი, საკონტროლო თამაშებია და ვნახოთ, რა გამომივა.
- რა არის ის კომპონენტი, რაც კარგად გამოგდის და რის გამოც მწვრთნელებმა იტალიაში წაგიყვანეს?
- ძირითადად შეტევის პოტენციალი, თუმცა დაცვაში თამაშსაც დღითიდღე ვაუმჯობესებ. პასებიც გამომივიდა. ისე კი ალბათ ჩემში სროლაა მთავარი.
- ვარჯიშებზე ბევრ სამიანებს აგდებ?
- საკმაოდ. ამ და არა მარტო ამ კომპონენტში ბევრ რამეს ვსწავლობ მანუჩარ მარკოიშვილისგან. ვცდილობ, მას მივბაძო და “მანუც” რჩევებს მაძლევს. ვარჯიშის შემდეგ დავით უსტიაშვილი მტოვებს ხოლმე და ასეთ პირობას მიყენებს: 25 ცდიდან 20 სამქულიანს თუ არ ჩააგდებ, მოედნიდან არ გაგიშვებო. ჯერჯერობით არ ყოფილა შემთხვევა, რომ ეს პირობა პირველივე ცდაზე არ შემესრულებინოს. ბოლოს 25-დან 22 ჩავაგდე.
- მთავარია, თამაშის დროს მოახერხო თუნდაც მაგასთან მიახლოებული შედეგიანობით სროლა...
- ეს სათამაშო პრაქტიკას მოაქვს და თუკი შანსი მომეცა, მის მაქსიმალურად გამოყენებას ვეცდები.
www.gbf.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
stripslashes((strlen('http://www.raisport.rai.it/dl/raisport/multimedia/2011/diretta.html?cid=ContentItem-1d151805-1439-49b0-965e-9ba21f61eb07')>0?'http://www.raisport.rai.it/dl/raisport/multimedia/2011/diretta.html?cid=ContentItem-1d151805-1439-49b0-965e-9ba21f61eb07':'http://www.raisport.rai.it/dl/raisport/multimedia/2011/diretta.html?cid=ContentItem-1d151805-1439-49b0-965e-9ba21f61eb07')) წესით აქ უნდა იყოს პირდაპირი მაგრამ ჩემთან არ ხსნის....
2409101 ეს არის 1 არხის სპორტული რედაქციის ნომერი დარეკეტ დამოიტხოვეთ საქართველოს ნაკრების ამხანაგური ტამაშების ჩვენება აგვისტოში ტუ ბევრი ზარი იკბნება აჩვენებენ
მაგრად მევასება სანაძე..იმედია საუკეთესოდ წარმოაჩენ თავს ამ ევროპაზე...წარმატებები
დღეს იტალიას ვეთამაშებით \, რომელიმე არხი აჩვენებს თამაშს??
ქართული არცერთი მარა ლინკები იქნება
გუშინ იდო სიახლე და მგონი რაისპორტზეა
E bijo marto am kacs asrolinet..:-)!taoba kargi modis nu geshiniat..duda,burjana,fachulias vajkaci ezrdeba,cincadzesac..:-).xumroba ikit ikos da me mjera chveni bichebis
ფხაკაძე გამოგრჩა
ვააა თამაშებშიც თუ იგივეს იზამს მაგას რა ჯობია .. დროებით ისეთ ნაკრებად უნდა ვიქცეთ 3 ქულიანებით რომ თამაშობს... ბოსნიამ და ლატვიამ 3 ქულიანებით დაგვჩაგრეს მარტო
დღეს ლინკი იქნება თამაშის?
ვაა სააღოლ, კაი მსროლელი ჩანს ლაპარაკით, ვნახოთ საქმეში როგორია..წარმატებები!!