დუბაის ტურნირის ნახევარფინალში მსოფლიოს რეიტინგსიის მერვე ნომერმა, 22 წლის ჩეხმა პეტრა კვიტოვამ დანიელ თანატოლ კაროლინ ვოზნიაცკის 6:3, 6:4 მოუგო და გადამწყვეტ მატჩში იტალიელ სარა ერანის შეხვდება. ამ უკანასკნელმა აპენინუ ნახევარფინალში რობერტა ვინჩის მოუგო.
“საკუთარი თამაშით კმაყოფილი ვარ. მე და ვოზნიაცკი განსხვავებული მანერით ვთამაშობთ. კაროლინი ცდილობს ბურთი მოწინააღმდეგის მახარე გადააგდოს და შემდეგ მის შეცდომას დაელოდოს, მე კი აგრესიული სტილის მოყვარული ვარ – ჩემი სტიქია რისკი და “ვინერსების” გამომუშავებაა. დღეს ნაკლები შეცდომა დავუშვი, რაც მოგების წინაპირობა გახდა.
დუბაიში ბრწინვალე საასაპრეზო გარემოა. მოხარული ვარ ფინალში გასვლით. გადამწყვეტ მატჩს რაც შეეხება, ერანის წინააღმდეგ რამდენჯერმე მითამაშია და ყველ მატჩი ჩემი მოგებით დასრულდა. ამის მიუხედავად იოლ შეხვედრას სულაც არ ველი. სარა კორტზე კარგად გადაადგილდება, ძლიერი დარტყმა აქვს და ამიტომაც ურთულეს დაპირისპირებას ველი”, - ასეთია პეტრა კვიტოვას წინასაფინალო განწყობა.