"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ცენტრი დუაიტ ჰოვარდი ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ შეეხო მასსა და კობი ბრაინტს შორის არსებულ ურთიერთობას.
"ჩვენ კარგი მეგობრები ნამდვილად არ ვართ, უბრალოდ ორივეს კარგად გვესმის, რომ საერთო მიზანი გაგვაჩნია - გუნდის თამაში გაცილებით მაღალ დონეზე ავიყვანოთ და ჩემპიონობა მოვიპოვოთ. მე ყველა მატჩში უნდა ვიაქტიურო და მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო კლუბს, რადგან მშვენიერ ფორმაში ვიმყოფები. ასეთ პერიოდში ყველა თანაგუნდელი უნდა დამეხმაროს და პასებით მომამარაგონ" - ციტირებს ჰოვარდის სიტყვებს Sport Radio Interviews.