ფეხბურთი

13:10 | 17.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

დროგბას სპორტულ დირექტორობას სთავაზობენ

თურქული “გალათასარაი” ვეტერან ფორვარდ დიდიე დროგბას სპორტულ დირექტორობას სთავაზობს. Turkish Football-ის ცნობით, კოტდივუარელი წინააღმდეგი არაა, მაგრამ ამ ეტაპზე, საფეხბურთო კარიერის დასრულებას არ გეგმავს.

“დროგბა დიდი ფეხბურთელია, რომელიც უნიკალური თვისებებითაა დაჯილდოებული. თუკი მოისურვებს, შეუძლია, კარიერის დასრულების შემდეგაც “გალათასარაიში” დარჩეს. მზად ვარ, სპორტული დირექტორობა შევთავაზო”, - განაცხადა სტამბულელთა პრეზიდენტმა იუნალ აისალმა.

მოგვიანებით, 35 წლის აფრიკელმა პრეზიდენტს უპასუხა: “ასეთი წინადადების მოსმენა მახარებს. სავსებით შესაძლებელია, მომავალში ამ შემოთავაზებას დავთანხმდე”. 

 

0.11735