ფეხბურთი

15:25 | 16.02.2013 | ნანახია 485 - ჯერ

დროგბამ ევროპაში გატანა ისევ დაიწყო

დიდიე დროგბამ პარასკევს პირველი მატჩი ჩაატარა თურქული “გალათასარაის” შემადგენლობაში და ორიოდ წუთის შესული იყო მონდორზე, რომ გოლიც გაიტანა. ეს ივუარელის პირველი ევროპული გოლი გახლდათ შარშანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შემდეგ. “გალათასარაიმ” თურქული სუპერლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში სტუმრად აუტსაიდერი “აქჰისარ ბელედიესფორი” 2:1 დაამარცხა. “გალა” ახლა გათამაშების ლიდერია და როგორც ჩანს, სერიოზული მიზნებიც აქვს. მწვრთნელი ცნობილი ფათიჰ თერიმია, რომელმაც ამ ზამთარს ჯერ ვესლი სნეიდერი, ახლა კი დროგბაც გადაიბირა, იქვე თამაშობს “შალკეში” ლევან კობიაშვილის ყოფილი თანაგუნდელი ჰამით ალთინთოფი, რომელიც შემდეგ “ბაიერნში” და მადრიდის “რეალშიც” კი ირიცხებოდა, ასევე ურუგვაის ნაკრების მეკარე ნესტორ ფერნანდო მუსლერა. ერთი სიტყვით, სერიოზული ფეხბურთელები შეიკრიბნენ.

დროგბამ “ჩელსიში” 8 სეზონი გაატარა და შარშან ზაფხულში როგორც ლეგენდა, ისე დაემშვიდობა გუნდს და სათამაშოდ ჩინეთში გადაბარგდა. თუმცა, ახლახან დამთავრებული აფრიკის ერთა თასის შემდეგ თურქულ “გალათასარაიში” აღმოჩნდა.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:51 | 16.02.2013
super.frankielampard (6)

ყველაზე მაგარი კაცი.. ბოლომდე ბრძოლობს ნებისმიერ შემთხვევაში ლიგაც ამან მოიგო

22:07 | 16.02.2013
hool!gan (145)

რიერაც იქ არის ლივერპულში მევასებოდა

18:45 | 16.02.2013
fenomeno9 (3203)

ძიძიეეეე :* He's back!

18:09 | 16.02.2013
poti1 (1540)

მელოც მანდაა ადმინ, ეგეც მაღალი დონის ფეხბურთელია..

17:18 | 16.02.2013
Red devil (6)

Didie she dzvelo dabrunda evropashi da ityvis tavis sityvas ase mgonia.

16:28 | 16.02.2013
e.hazard (258)

imedia gacdeba shalkes, ise sagolec gaaketa

16:04 | 16.02.2013
madrid-fan (202)

ise sagole pasic gaaketa da eg rato ar daweret?

15:59 | 16.02.2013
BaBu18 (3)

gavida gala

15:40 | 16.02.2013
barceli (921)

aerxa shalkes

0.063418