ფეხბურთი

2:05 | 18.03.2014 | ნანახია 2962 - ჯერ

დროგბა “სტემფორდ ბრიჯზე” ბრუნდება

 

ჩემპიონთა ლიგაზე დღეს გასამართი დაპირისპირებებიდან მეოთხედფინალისტი მხოლოდ ერთში ირკვევა. “ჩელსისა” და “გალათასარაის” მატჩს, პრაქტიკული მნიშვნელობის გარდა, ინტერესს ისიც სძენს, რომ ლონდონელთა ლეგენდა დიდიე დროგბა “სტემფორდ ბრიჯზე” ბრუნდება.

 

ჩელსი-გალათასარაი (პირველი მატჩი 1:1)

675 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც დიდიე დროგბამ “სტემფორდ ბრიჯზე” უკანასკნელად ითამაშა. 2012 წლის 13 მაისს, ის იმ სტადიონს დაემშვიდობა, რომელზეც 8 წლის განმავლობაში თამაშობდა. ამ თამაშიდან 6 დღეში, კოტ დ’ივუარელმა “ჩელსის” მაისურით კიდევ ერთი და უკანასკნელი მატჩი ჩაატარა, როდესაც მან გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოაგებინა. დღეს, დროგბა “სტემფორდ ბრიჯზე” კიდევ ერთხელ ითამაშებს, მაგრამ უკვე “ჩელსის” კარს შეუტევს.

“ჩელსისა” და “გალათასარაის” დაპირისპირება ერთ-ერთია იმ იშვიათ 1/8-ფინალურ წყვილებს შორის, რომლებსაც ინტრიგა პირველი თამაშის შემდეგ შემორჩათ. თავიდანვე წყვილის ფავორიტად მიჩნეულმა “ჩელსიმ” თურქეთში სასურველი შედეგი კი დააფიქსირა, მაგრამ “გალათასარაის” შემადგენლობაში საკმარისი რაოდენობის მაღალი დონის ფეხბურთელი თამაშობს იმისათვის, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდს პრობლემები შეუქმნას.

ურთიერთშეხვედრების ისტორია “გალათასარაის” ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ აძლევს. 3 კვირის წინანდელ დაპირისპირებამდე, გუნდები ერთმანეთს 2-ჯერ შეხვედრიან. 1999 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “ჩელსიმ” ლონდონში 1:0, ხოლო სტამბულში 5:0 მოიგო.

“ჩელსი” თურქულ კლუბებს სულ 7-ჯერ შეხვედრია. ლონდონელებს 4 მოგება, 1 ფრე და 2 მარცხი დაუგროვდათ. საკუთარ კედლებში გამართული 3 დაპირისპირებიდან “არისტოკრატებმა” 2 მოიგეს და 1 წააგეს.

ინგლისის წარმომადგენლებთან გამართული 18 თამაშიდან “გალათასარაიმ” 3 მოიგო, 8 ფრედ დაასრულა და 7 წააგო. სტუმრის სტატუსით ჩატარებული 8 დაპირისპირებიდან თურქებმა 3 ფრედ დაასრულეს და 5 დათმეს.

“ჩელსი” თამაშს ცუდი განწყობით ხვდება. თურქეთში გამართული დაპირისპირების შემდეგ, ლონდონელებმა პრემიერლიგის 2 მატჩი კი მოიგეს, მაგრამ გასულ უქმეებზე, მოურინიოს გუნდი “ასტონ ვილასთან” დამარცხდა. ლონდონელები ლიდერობას ინარჩუნებენ, მაგრამ “სიტის” 3 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და სამივე მათგანის მოგების შემთხვევაში, პირველ ადგილზე სწორედ “ქალაქელები” გადაინაცვლებენ.

3 კვირის წინათ ამ გუნდებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, შიდა ასპარეზზე წაუგებელია “გალათასარაი”, მაგრამ რობერტო მანჩინის გუნდმა 3 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო. შედეგად, მე-2 ადგილზე მყოფი “გალათასარაი” ლიდერ “ფენერბაჰჩეს” 1 თამაშით უსწრებს და 5 ქულით ჩამორჩება.

“ჩელსის” ტრავმირებული მარკო ვან გინკელი ვერ დაეხმარება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას დავიდ ლუიზისა და ეშლი კოულის თამაში. რაც შეეხებათ მოჰამედ სალაჰსა და ნემანია მატიჩს, მათ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება არ აქვთ.

“გალათასარაის” დანაკლისს აიდინ ილმაზი, ერაი ისჯანი და ემრე ჯოლაქი შეადგენენ. საეჭვოა მუსლერასა და ქაიას მოედანზე გამოჩენაც.

შეხვედრას გერმანელი ფელიქს ბრიხი განსჯის, რომელსაც “ჩელსის” თამაშში 2-ჯერ უმსაჯია. 2012 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/-8 ფინალში, ლონდონელებმა “ნაპოლი” 4:1 გაანადგურეს, ხოლო იმავე გათამაშების ნახევარფინალში, მათ “ბარსელონას” 1:0 მოუგეს.

“გალათასარაის” მატჩში ბრიხი პირველად იმსაჯებს.

  • ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში, საკუთარ კედლებში გამართული ბოლო 7 თამაშიდან “ჩელსიმ” 6 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა;
  • “ჩელსიმ”, ევროტურნირის ფლეი ოფის პირველი მატჩში გასვლაზე ფრედ 6-ჯერ დაასრულა. ლონდონელები შემდეგ ეტაპზე 4-ჯერ გავიდნენ;
  • “გალათასარაიმ” ევროტურნირის ფლეი ოფის პირველი მატჩი საკუთარ კედლებში ფრედ 10-ჯერ ითამაშა. თურქები შემდეგ ეტაპზე მხოლოდ 2-ჯერ გავიდნენ;
  • პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, “ჩელსიმ” 23 გოლი გაუშვა. 2004-05 წლების სეზონში, როდესაც ჟოზე მოურინიომ ლონდონური გუნდი პირველად ჩაიბარა, “არისტოკრატებმა” მთელს გათამაშებაში 8 გოლით ნაკლები გაუშვეს;
  • “გალათასარაიმ”, ყველა ტურნირზე გამართული ბოლო 23 თამაშიდან მხოლოდ 1 წააგო;
  • “გალათასარაიმ”, მიმდინარე სეზონში ჩატარებული 19 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 4 მოიგო;
  • ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ბოლო 4 გასვლითი თამაშიდან “გალათასარაიმ” 1 ფრედ დაასრულა და 3 წააგო;
  • “ჩელსიმ”, ყველა ტურნირზე გამართული ბოლო 16 საშინაო თამაშიდან 14 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა;
  • ევროტურნირების ფლეი ოფების ისტორიის გათვალისწინებით, სტუმრად 1:1 თამაში შემდეგ ეტაპზე გასვლის 76%-იან გარანტიას იძლევა;
  • “გალათასარაის” თავდამსხმელი დიდიე დროგბა, 2004-2012 წლებში, “ჩელსიში” თამაშობდა. პრემიერლიგაში ჩატარებულ 226 თამაშში მან 100 გოლი გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი, ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა, ლემპარდი, რამირესი, ვილიანი, ოსკარი, აზარი, ეტოო.

გალათასარაი (4-3-1-2): მუსლერა, ებუე, ბალთა, შეჯუ, ტელესი, კურტულუსი, ინანი, მელო, სნეიდერი, ბ. ილმაზი, დროგბა.

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).

 

რეალი-შალკე (პირველი მატჩი 6:1)

მადრიდში გასამართი დაპირისპირება ფორმალობაა. ამის მიზეზი ისაა, რომ გელზენკირხენში, “რეალმა” 6:1 მოიგო და 1/4-ფინალის საგზური გაინაღდა.

პირველ მატჩში დაფიქსირებული შედეგისა და იმის გათვალისწინებით, რომ “რეალს” კვირის ბოლოს “ელ კლასიკო” ელის, კარლო ანჩელოტის მიერ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის დასვენება ივარაუდება. სავარაუდოდ, მათ შორის არ მოხვდება კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირობას უმიზნებს.

გუნდები ერთმანეთს პირველად 3 კვირის წინათ შეხვდნენ. “რეალს” გერმანულ გუნდებთან დაპირისპირების დიდი ისტორია აქვს. ჩატარებული 53 შეხვედრიდან მადრიდელებმა 23 მოიგეს, 10 ფრედ დაასრულეს და 20 წააგეს. საკუთარ კედლებში, “სამეფო კლუბს” 18 მოგება, 4 ფრე და 2 წაგება დაუგროვდა.

“შალკე” ესპანურ გუნდებს 24-ჯერ შეხვედრია. გელზენკირხენელებმა შვიდ-შვიდჯერ მოიგეს და ფრედ ითამაშეს, ხოლო 10-ჯერ წააგეს. სტუმრად გამართულ 12 მატჩში გერმანელებს 2 მოგება, 5 ფრე და 5 მარცხი აქვთ.

“რეალი” მატჩს შესანიშნავი განწყობით ხვდება. გელზენკირხენში გამართული დაპირისპირების შემდეგ, მადრიდელებმა ერთ-ერთ უშუალო კონკურენტთან, “ატლეტიკოსთან” სტუმრად ფრედ ითამაშეს, რასაც 2 მშრალად მოგებული თამაში მოაყოლეს. 28 ტურის შემდეგ, კარლო ანჩელოტის გუნდი გათამაშებას ლიდერობს.

“შალკემ”, “რეალთან” 1:6 განადგურების შემდეგ, თითქმის იგივე ანგარიშით ბუნდესლიგაში წააგო. გელზენკირხენელები “ბაიერნთან” 1:5 განადგურდნენ. ამის შემდეგ, “შალკემ” 2 თამაში მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამსვლელ მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.

“რეალს”, ტრავმების გამო, არბელოა, ხედირა და ბენზემა ვერ დაეხმარებიან. კიდევ უფრო დიდია სტუმართა დანაკლისი, რომლებსაც აოგო, ფარფანი, ფუხსი და ჰოგერი არ ეყოლებიან, ხოლო კლემენსის, ფელიპე სანტანასა და უჩიდას თამაში საეჭვოა.

შეხვედრის განსასჯელად UEFA-მ სერგეი კარასევი მიავლინა. რუს არბიტრს “რეალის” მონაწილეობით გამართულ მატჩში მონაწილეობა არასდროს მიუღია. “შალკეს” თამაშში მან ერთხელ იმსაჯა. 2012 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, გელზენკირხენელები "მონპელიეს" დაუზავდნენ, ანგარიშით 2:2.

  • “რეალმა”, მიმდინარე გათამაშებაში, 26 გოლი გაიტანა, რაც საუკეთესო შედეგია;
  • მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი, 11 გოლით, კრიშტიანუ რონალდუა;
  • “რეალმა”, ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ბოლო 15 საშინაო თამაშიდან 13 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა;
  • “შალკემ”, ევროტურნირის ბოლო 14 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 2 წააგო;
  • 2008-09 წლების მე-2 ნახევარში, კლას-იან ჰუნტელაარი “რეალში” თამაშობდა. მადრიდული გუნდის მაისურით მან 20 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა;
  • “რეალმა” გოლი ჩემპიონთა ლიგის ბოლო 32 თამაშში გაიტანა, რაც რეკორდია;
  • “რეალს”, ყველა ტუნირზე, 30-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რაც კარლო ანჩელოტის სამწვრთნელო კარიერაში საუკეთესო შედეგია. ბოლო 20 თამაშიდან მადრიდელებმა 18 მოიგეს;
  • “რეალმა”, ყველა ტურნირზე, საკუთარ კედლებში გამართული ბოლო 16 თამაში მოიგო;
  • კლუბსა და ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 39 თამაშში კრიშტიანუ რონალდუმ 48 გოლი გაიტანა;
  • “შალკეს”, ბოლო 4 თამაშში მხოლოდ 1 მოგება აქვს.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-3): კასილიასი, ნაჩო, რამოსი, ვარანი, კოენტრაუ, ისკო, ილიარამენდი, მოდრიჩი, ხესე, მორატა, რონალდუ.

შალკე (4-2-3-1): ფერმანი, ჰიოვედესი, მატიპი, სანტანა, კოლასინაცი, ბოატენგი, ნოიშტადტერი, ობასი, მაიერი, დრაქსლერი, ჰუნტელაარი.

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი).


კომენტარები (30)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:12 | 18.03.2014
ogafa (10220)

თურქები რომ გავიდნენ

21:04 | 18.03.2014
arturi-baierni (24493)

ბევრი ფიქრის შემდეგ ჩელსის ფორა დავწერე ვნახოთ რა გამოვა ამ საქმიდან

19:42 | 18.03.2014
tengo. (65)

დროგბააააააა ჩემი ლეგენდააა

17:38 | 18.03.2014
NGoLo KaNte (36472)

გაერხა გალას

15:10 | 18.03.2014
NGoLo KaNte (36472)

გიფის დაპატარავება იცით ვინმემ ? მითხარით რა თუ შესაძლებელია

14:40 | 18.03.2014
chamilo (33560)

arturi-baierni რეალისთვის თუ ჩელსი ვერ გავა ბარსა ან პსჟ მყავს შემონახული და თუ ჩელსი გავიდა მაშინ ეგ

14:16 | 18.03.2014
chamilo (33560)

ჩელსი ალბათ მოიგებს მაგრამ გალასკენ ვარ მე პირადად მინდა თურქები გავიდნენ

14:27 | 18.03.2014
arturi-baierni (24493)

თურქები რომ გავიდნენ რეალის იღბალი ხომ იცი მერე მათ დაეჯახებიან ჯობია ჩელსი ვიხილოთ შემდეგ ეტაპზე

14:15 | 18.03.2014
arturi-baierni (24493)

რეალი-შალკე 3,5 მეტი
ჩელსი-გალა 1

მგონი საკმაოდ ლოგიკურია

14:13 | 18.03.2014
kapitani barsamgido (370)

კაციჩამია მე უფრო ვფიქრობდი რომ კავანის დაიმატებდა ჩელსი და მაგრადაც მოუხდებოდა კავანი მაგ გუნდს მაგრამ როგორც ვატხოვ არც კავანის უნდა ჩელსიში გადასვლა და არც პსჟს უნდა მისი გახიდვა,ასე რომ დიეგო კოშტას იმედზე უნდა დარჩეს ისევ ჩელსი,ისე ეგეც მაგარი ჟილკიანი ფორვარდია და გამოადგება მაურნიოს. დანარჩენი შემადგენლობის მხრივ ხველაფერი ნორმაზე აქვს ჩელსის,სახრდენებიც კარგი ხავს ნახევარცმეველები ხომ მომავალია არამარტო ჩელსის არამედ მსოფლიო ფეხბურთია ოსკარი და აზარი ბევრს მიახცევენ ჩემი აზრით,უბრალოდ მაურინიოს უნდა აცალონ ცხნარად მუშაობა და შედეგს დადებს აუცილებლად,მაშინაც აბრამოვიჩმა შეუკიკინა და ვინც თავად უნდოდა ის ფეხბურთელები უხიდა მაურნიოს შევჩენკლოები მსი ნაირი ბებრები იხიდა მაურნიოს კიდე არ უნდოდა შევჩენკოს ხიდვა მერე ჩელსიმ ჩაგდო ის ცელი პრემიერ ლიგაში და გადადგა კიდევაც,იმედია ეხლა მაინც მისცემენ თავისუფლად მუშაობის საშუალებას,მაურნიო მაგრად მევასება იშვიათია მასეთი ადამიანი, კაცს უზომოდ უხვარს ფეხბურთი,გიჟდება თავის პროფესიაზე,რამდენჯერ უთქვამს სეზონის დასრულებისას რომ ეხლა დასვენება კარგია მაგრამ ეხლავე ვიცხებ ფიქრს მომავალ სეზონზეო,აი მაგიტომ ვაფასებ ამ კაცს შეიდზლება ბევრი გამოხტომები ქონდეს და ზოგჯერ არაკაცურად იქცეოდეს მაგრამ ამას ხოველთვის აკეთებს თავისი გუნდის კეთილდღეობისთვის,როცა გუნდს უჩირს დააბერტხებს რაღაც სისულელეს, მთელი პრესა გადადის მაგ სისულ;ელების გარჩევაზე,ზატო ფეხბურთელებს არიდებს ზეცოლას პრესისგან. ბარსელონას დზალიან ბევრი ცუდი გაუკეთა მაურინიომ მაგრამ მაინც მევასება ეს კაცი,ნეტავ საერთოდ არ მისულიხო რეალში,კარგი იქნებოიდა რეალისთვისაც და თავად მაურინიოსთვისაც.

14:37 | 18.03.2014
სავაშა__ (6590)

მოურინიო'ა ეგ.

13:54 | 18.03.2014
dpj-001 (1572)

რონალდოს 2 და მეტი გოლი დადევით

13:42 | 18.03.2014
kacichamia (5093)

ოთხივე თამაშის 1იანში აღება შეიძლება

13:36 | 18.03.2014
arturi-baierni (24493)

ისეთი თამაშებია თითქოს დიდ ფულში ფულის მოგება ადვილია

13:35 | 18.03.2014
kapitani barsamgido (370)

მთელი ვარსკვლავები ინგლისში მიდიან ეხლა მანჩესტერიც და არსენალიც ბევრს დახარჯავს შემადგენლობის გასადზლიერებლად არ გამოვრიცხავ ჩელსიმაც სუპერ ფორვარდი დაიმატოს სიტიმაც დაიმატოვს ვინმე კარგი ფეხბურთელი ლივერპულმაც ასე რომ მოვალ ცელს უფრო საინტერესო პრემიერ ლიგა იქნება ჩემი აზრით,და ეს მოხდება დორტმუნდის დაშლის ხარჯზე ნახევარი დორტმუნდი მგონია პრემიერ ლიგაში გააგრდზელებს კარიერას,პორტუდან გაიხვეტება ფეხბურთელები სპორტინგიდანაც ბენფიკადანაც ჰოლანდიის გუნდებიდანაც იტალიის გუნდებს ცაართმევენ კარგ ფეხბურთელებს (ზატო ბალოტელი ხომ მიუგდეს მილანს),გამოდის რომ ბაიერნს ჯობია მომავალი ცლის სეზონის დასაცხისშივე გადასცენ სინი და გათიშონ ჩემპიონატიდან დანარჩენებმა კიდე იბრდზოლონ 2-18 ადგილებისთვის, აი ეს არის იმიტომ არის მერე რომ ჩემპიონთა ლიგის 1-8 ფინალებში განმეორებით მატჩებში ინტრიგაა დაკარგული. იტალიას 1-4 ფინალში გუნდი არ ხავს,პორტუგალიის გუნდები ჯგუფიდან ვერ გადიან,ასევე ჰოლანდიის,შეიდზლება თქვათ რომ მაშინ ინგლისური გუნდები რატომ ვერ გადიან 1-4 ფინალში? ეს პლატინის ბრალია რომ შეახვედრა ატლეტიკო მილანი და პსG ლევერკუზენი ერთმანეთს და არსენალი ბაიერნი და სიტი ბარსელონა,და ქონდა რამე შანსი არსენალს და სიტის ამ გუნდებთან? ჩელსი გავა და მანჩესტერიც უნდა გავიდეს ცესით და რიგით. ცუდი ტენდეციებისკენ მიდი თანამედროვე ფეხბურთი,როგორც ჩვეულებრივ ცხოვრებაშია საშუალო ფენა და მილიონერები და მილიარდელები,ისეა გახდა ფეხბუირთშიც,საშუალო გუნდები და 4-5 დზალიან დზლიერი გუნდი.

14:06 | 18.03.2014
Madrileño (26972)

ყოველ ზაფხულს ეგრე ხდება იდეაში, მაგრამ ეპლმა მაინც Y მოჭამოს ლალიგას ))))

19:44 | 18.03.2014
tengo. (65)

ლა ლიგა ახლოსაც ვერ მიდის ეპლთან ))

13:46 | 18.03.2014
kacichamia (5093)

ასევე ბარსაც მინიმუმ 1მცველს დაიმატებს

13:45 | 18.03.2014
kacichamia (5093)

გეთანხმები ბევრ რამეში მანჩესტერი მინიმუმ 4-5 იგროკს დაიმატებს არსენალიც სადღაც 2-3 ჩელსი მინიმუმ 1სუპერ ფორვარდს რომელიც ალბათ კოსტა იქნება და ერთ მცველს ან გარმარბს ალბათ სიტიც ასევე დაიმატებს მცველს მინიმუმ და ალბათ ვინგერსაც....

13:56 | 18.03.2014
სავაშა__ (6590)

სუპერფორვარდი-კოსტა (FACEPALM)

19:50 | 18.03.2014
tengo. (65)

დღეს ბევრ ფორვარდს ჯობია...

12:57 | 18.03.2014
arsenal-14 (2185)

ჩელსი - გალათასარაი 1
მანჩესტერი - ოლიმპიაკო 1 ჰანდიკაპით
რეალი - შალკე 1

ამას ვფიქრობ დღეს-ხვალ, 4.3 კუშით

13:02 | 18.03.2014
სავაშა__ (6590)

მანჩესტერის ჰანდიკაპი არ გაიშვას არსად.

13:12 | 18.03.2014
arsenal-14 (2185)

აპასნია მარა მე მაგრად მჯერა

12:39 | 18.03.2014
kobe bryant24 (4850)

მიდი რა დიდიე დღნარა არისტროკატებს შენებურად, რატომღაც დარწმუნებული ვარ დღეს დიდიე შეაგდეს ერშ მინიმუმ

12:35 | 18.03.2014
laciosErtguli (3640)

ჩელსი-გალათასარაი-1. რეალი-შალკე-X2.

12:35 | 18.03.2014
kapitani barsamgido (370)

რეალმა ეს თამაში უნდა მოიგოს და კვირას ცააგოს.

12:58 | 18.03.2014
arsenal-14 (2185)

იგივე ჩელსიზე არა?

11:37 | 18.03.2014
Sergio Ramos-CR7 (12995)

დღეს ორივე 1-იანი მგონია DDD

12:04 | 18.03.2014
სავაშა__ (6590)

რეალი სარისკოა DDDDDDDDDDDDDDDD

12:14 | 18.03.2014
Sergio Ramos-CR7 (12995)

DDDDDDDDDDDDDD

12:27 | 18.03.2014
სავაშა__ (6590)

რეალიც კარგი ბედაჯვია გუნდია სულ უმართლებს ნახევარფინალამდე

12:31 | 18.03.2014
Sergio Ramos-CR7 (12995)

მართალი ხარ მაგარი ბედი აქ რეალს DDDDDD სამაგიეროდ ჯგუფში ხვდება ხოლმე ძალიან სერიოზული გუნდები DDDDDD

12:34 | 18.03.2014
სავაშა__ (6590)

აბა ბიჯოს... წელს ისეთ ჯგუფში მოხვდა, კინაღამ ჩარჩა. კოპენჰაგენს ეხუმრები?! ისე, 2 წლის წინ 1/4 ფინალზე მაგრად ვიკაიფე. აპოელი რომ შეხვდა მაშინ ჯერ კიდევ რეალს "ვბალელშიკობდი". შემეცოდნენ კვიპროსელები. მაგარი ხალხია!

12:39 | 18.03.2014
Sergio Ramos-CR7 (12995)

რეალი,დორტმუნდი,სიტი ძალიან რთული ჯგუდი არ იყო,? რეალი,გალა,იუვე თავიდან ძლიერი ჯგუფი არ ჩანდა? DDDD

12:52 | 18.03.2014
სავაშა__ (6590)

რეალი,დორტმუნდი,სიტი,აიაქსი კი რთული ჯგუფი იყო. ძალიან რთული არა მაგრამ, რთული იყო. რაც შეეხება გალა-იუვე'ს მეკაიფები?!

12:55 | 18.03.2014
Sergio Ramos-CR7 (12995)

გავიხუმრე DDDDD

11:24 | 18.03.2014
kila (557)

ჩელსი- გალა ყველაზე რეალური კოში-არა 1.9

10:55 | 18.03.2014
De Bruyne (57)

ჩელსი მოიგებს უეჭველი საგნის პული მიცჰირავს ეხლა უნდა ვტენო 1 ნზე ტუ მოიგებს მოიგებს ტუ არა და ვივუს გავაკეთებ

12:04 | 18.03.2014
სავაშა__ (6590)

ნაკლები ხომ აარ სჯობს?! არ ვიცი არ ვიცი... შენი საქმის შენ იცი!

10:46 | 18.03.2014
bukiko (1046)

მიდით ბიჭებო ეს თამაში უნდა მოვიგოთ თანაც ფორით რო თურქებმა მათი ადგილი ისწავლონ

04:40 | 18.03.2014
სავაშა__ (6590)

მუშნი, გადაეყრება სადმე კლოპი მაგ შენს ბაიერნს და, მერე იძახე "ლიგა ჩემია".

05:29 | 18.03.2014
mushni (93569)

ვითოომ DDDDDDDDDDDDDDDDDDDD

12:04 | 18.03.2014
სავაშა__ (6590)

ერთხელ და ორჯერ აუტუზავს ბაიერნი?!

03:54 | 18.03.2014
mushni (93569)

ლიგა ჩემია ტყულა ნუ ჩალიჩობთ

03:53 | 18.03.2014
mushni (93569)

გალაააააააააააააააა

03:53 | 18.03.2014
mushni (93569)

ჩელსი X2 რეალიც X2 50 ლარი ბრატცი ვდებ

03:50 | 18.03.2014
kacichamia (5093)

BEKO შემოვა და ახარებული დაწერს ლუიზს კიდე არ ატამაშებენო არადა არუნდა თუ რახდება რო ნახოს ტრამვააქ ხვალ კი 1/1 დაწერეთ ბიჭებო ვისაც კი მართლა ფულის მოგება გინდათ

03:52 | 18.03.2014
mushni (93569)

DDDDDDDDDDDDD კაი იყო

03:25 | 18.03.2014
NGoLo KaNte (36472)

თურქებო დაგერხათ ულვაშებში

03:53 | 18.03.2014
mushni (93569)

არა ფრენკ

04:02 | 18.03.2014
NGoLo KaNte (36472)

კი ბრატ და ნახავ დავაყრევინებთ რასაც ქვია ულვაშებს

04:04 | 18.03.2014
mushni (93569)

კაიც მაშინ

03:05 | 18.03.2014
ჩიჩარიტო (18039)

ეს სტატია ავა მინიმუმ 1500 კომენტარზე

02:13 | 18.03.2014
ukleba (17336)

დროგბა ბრუნდება მარა ძალიან ვარ დარწმუნებული რო წავა თურქეთში გულდაწყვეტილი ))

02:17 | 18.03.2014
სავაშა__ (6590)

ისე რომ დაუკვირდე ჩელსი უნდა გავიდეს "იასნად" გუნდი მართლა სჯობს მაგრამ, ობი მიკელი ხარობს და, დროგბა გულდაწყვეტილი მიდის თურქეთში...

03:52 | 18.03.2014
mushni (93569)

გახარებული წავა დიდიე

02:13 | 18.03.2014
სავაშა__ (6590)

დიდიე!

0.324226
649