36 წლის კოტ დ’ივუარელმა თავდამსხმელმა, დიდიე დროგბამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. ეს ინფორმაცია ვეტერანმა აფრიკელმა შემტევმა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
დროგბა, რომელიც 2-წლიანი შესვენების შემდეგ ლონდონის “ჩელსიში” დაბრუნდა, კოტ დ’ივუარის ნაკრებში 2002 წლიდან თამაშობდა. ეროვნული გუნდის მაისურით მან 104 თამაში ჩაატარა და 65 გოლი გაიტანა. დროგბა თავისი ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია და მე-2 ადგილზე მყოფ იბრაჰიმა ბაკაიოკოს ის 35 გოლით უსწრებს. გარდა ამისა, დროგბა ნაკრებში ჩატარებული თამაშების მიხედვით მე-3 ადგილზეა.