ვეტერანი კოტდივუარელი ფორვარდი დიდიე დროგბა “სტემფორდ ბრიჯს” უბრუნდება. “სკაი სპორტსის” ცნობით, აფრიკელი ლონდონის “ჩელსისთან” წელიწადიან კონტრაქტს გააფორმებს და ფეხბურთელობასთან ერთად, მწვრთნელობასაც შეითავსებს.
დროგბა “არისტოკრატების” დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ სამწვრთნელო შტაბში მიიწვია. მომდევნო სეზონის ბოლოს, კოტდივუარელი საფეხბურთო კარიერას დაასრულებს და ლონდონელთა სამწვრთნელო შტაბის სრულფასოვანი წევრი გახდება.
შეგახსენებთ, რომ სტამბულის “გალათასარაიდან” აბარგების შემდეგ, დროგბა თავისუფალი აგენტი გახდა.