ფეხბურთი

12:05 | 17.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

დროგბა: “ახლა მუნდიალის ჯგუფიდან უნდა გავიდეთ”

მას შემდეგ, რაც კოტ-დივუარის ეროვნულმა ნაკრებმა სენეგალი 4:2 დაამარცხა და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, დიდიე დროგბამ განაცხადა, რომ მომავალი ამოცანა მუნდიალის ჯგუფური ეტაპის გადალახვაა.

“მეამაყება, რომ იმ პატარა ქვეყნის უძლიერესი ნაკრების წევრი ვარ, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპებზე უკვე სტაბილურად წარმატებულად გამოდის. ბრაზილიაში ჩვენი ამოცანა ჯგუფური ტურნირის დაძლევა იქნება” – განაცხადა დროგბამ სენეგალთან მატჩის შემდეგ.

კოტ-დივუარმა მუნდიალზე თამაშის უფლება ზედიზედ მესამედ მოიპოვა. 2006 წელს იგი ჯგუფში არგენტინასთან, ჰოლანდიასთან და სერბეთ-ჩერნოგორიასთან ერთად მოხვდა, 2010 წელს – ბრაზილიასთან, პორტუგალიასთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად. აფრიკელები ორივე ცდაზე ჯგუფში ჩარჩნენ.

0.146069