ფეხბურთი

15:08 | 30.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

დრაქსლერის უარი “რეალსა” და “სიტის”

 

გელზენკირხენის “შალკეს” ახალგაზრდა ნახევარმცველმა იულიან დრაქსლერმა ერთობ მომხიბვლელ წინადადებებზე თქვა უარი – Bild-ის ცნობით, 19 წლის გერმანელს მადრიდის “რეალი” და “მანჩესტერ სიტი” ეპატიჟებოდნენ, მაგრამ ფეხბურთელმა კლუბის შეცვლა არ ისურვა.

“წასვლას არსად ვაპირებ. “შალკესთან” ერთად უეფას ჩემპიონთა ლიგაში თამაში და მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრება მინდა”, - განაცხადა ნახევარმცველმა.

აღსანიშნავია, რომ “რეალიცა” და “სიტიც”, დრაქსლერს წელიწადში 12 მილიონ ევროს სთავაზობდნენ. სადღეისოდ, გერმანელის წლიური ანაზღაურება 3 მილიონი ევროა. 

0.126083