ზამთრის სატრანსფერო სეზონში, გელზენკირხენის “შალკე” ახალგაზრდა ნახევარმცველ იულიან დრაქსლერს არ გაყიდის. ამის შესახებ “ხუმარების” გენერალურმა დირექტორმა ჰორსტ ჰელდტმა განუცხადა Kicker-ს.
“დრაქსლერი სეზონის ბოლომდე ჩვენთან დარჩება. ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა. იულიანს “შალკე” უყვარს და მის თაობაზე სატრანსფერო შემოთავაზებებს არც განვიხილავთ”, - განაცხადა ჰელდტმა.
რამდენადაც ცნობილია, 20 წლის გერმანელის შეძენა მადრიდის “რეალს” სურს.