გელზენირხენის “შალკეს” ახალგაზრდა ლიდერმა იულიან დრაქსლერმა განაცხადა, რომ თუკი კლუბს მისი გაყიდვა სურს, გარემოს გამოსაცვლელად მზადაა. გერმანელი ღიად აფიქსირებს, რომ “ხუმარების” რიგებში ასპარეზობით დაინტერესებულია, მაგრამ სატრანსფერო საკითხები “შალკეს” გადასაწყვეტია.
“ნაკლებად მაღელვებს, რას ფიქრობს ხალხი. მოვა ორშაბათი და მე ისევ “შალკეს” ფეხბურთელი ვიქნები. მიუხედავად ყველაფრისა, თუკი კლუბის ხელმძღვანელები მეტყვიან, რომ ჩემს სანაცვლოდ 30 ან 40 მილიონ ევროიანი წინადადება აქვთ, ვიტყვი, რომ წასასვლელად მზად ვარ. ამ შემთხვევაში, ტრანსფერის წინააღმდეგ ვერ წავალ”, - განუცხადა დრაქსლერმა Goal-ს.
ცნობისათვის, დრაქსლერისადმი ინტერესს ინგლისური კლუბები – “მანჩესტერი”, “არსენალი” და “სიტი” იჩენენ.