ფეხბურთი

18:26 | 5.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

დოუსონმა 3 წლით გაახანგრძლივა

ლონდონის “ტოტენჰემის” მცველმა და კაპიტანმა მაიკლ დოუსონმა კლუბთან კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ლონდონელთა ოფიციალური საიტი იუწყება.

ამრიგად, 29 წლის ინგლისელი “ტოტენჰემში” 2016 წლის ზაფხულამდე დარჩება. მხარეებს შორის მოლაპარაკებები არცთუ დიდი ხნის წინ დაიწყო და დღეს, ახალი ხელშეკრულებით დაგვირგვინდა.

ცნობისათვის, დოუსონი “ტოტენჰემში” 2005 წელს, “ნოტინგემიდან” გადავიდა. მან ლონდონელთა მაისურით 293 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი მიითვალა.

 

0.117215