ფეხბურთი

11:50 | 27.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

დოუსონი “ჰალში” ითამაშებს

“ჰალ სიტიმ” ლონდონის “ტოტენჰემიდან” ნახევარმცველი მაიკლ დოუსონი შეიძინა. ამის შესახებ “ჰალის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

30 წლის ფეხბურთელმა კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. დოუსონი “ჰალში” 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. კლუბებს გარიგების ფინანსური დეტალები არ გაუხმაურებიათ.

დოუსონი “ტოტენჰემში” 2005-2014 წლებში თამაშობდა და 324 მატჩში 10 გოლი გაიტანა.

 

 

0.115479