ფეხბურთი

22:51 | 31.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

დოსტანიჩი წავიდა? გეგუჩაძის ვარიანტი განიხილება

“ზესტაფონი” ჩემპიონატში დროდადრო გამოანათებს-ხოლმე და ჩაგდებული სტარტის შემდეგ, თითქოს გამოასწორა მდგომარეობა, მაგრამ თასის მერვედფინალში გავარდნამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გუნდს დიდი პრობლემები აქვს - “ზესტაფონმა” ორივე შეხვედრა წააგო ბოლნისის “სიონთან” (0:1, 0:1).

ვრცელდება ინფორმაცია სერბი მწვრთნელის, რატკო დოსტანიჩის წასვლის თაობაზე. როგორც “მსოფლიო სპორტმა” შეიტყო, დოსტანიჩის “ზესტაფონიდან” წასვლა გადაწყვეტილი ამბავია.

ჩვენ “ზესტაფონის” პრესატაშე სერგო ფუტკარაძეს დავუკავშირდით:

“გუნდს ოთხშაბათს ჰქონდა თამაში და ხუთშაბათს დაისვენა, ანუ არ უვარჯიშია. დოსტანიჩის წასვლის თაობაზე ინფორმაციას ვერ დავადასტურებ. პარასკევს ვარჯიშია და დასრულების შემდეგ, თუ რაიმე სიახლეები იქნება, აუცილებლად შეგატყობინებთ”.

ჩვენი ინფორმაციით, დოსტანიჩის შემცვლელად განიხილება “ზესტაფონის” ყოფილი მწვრთნელი გია გეგუჩაძე. რა შეხსენება გინდათ, გეგუჩაძე წარმატებით მუშაობდა ამ კლუბში და ისტორიაში პირველად გახადა ქვეყნის ჩემპიონი.  

0.115733