მექსიკის ეროვნული ნაკრებისა და "ვილიარეალის" შემტევ ჯოვანი დოს სანტოსს, ერთთვიანი უქმობა მოუწევს.
დღეს გამთენიისას, ბოლივიის წინააღმდეგ მოგებულ ამხანაგურ მატჩში (1:0), დოს სანტოსი მექსიკელთა გაფართოვებულ შემადგენლობაშიც არ გახლდათ. მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 წლის ფეხბურთელს მუხლის მყესების ტრავმა აწუხებს.
"წყალქვეშა ნავის" ოფიციალური ვებ-გვერდის განცხადებაში ნათქვამია, რომ მექსიკელის აღდგენითი პროცესი ერთ თვეს გასტანს.
"ვილიარეალის" შემტევი, ტრავმის გამო, პრიმერადივიზიონში: "გრანადას", "რაიოს", "ეიბარის" და მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ მატჩებს გამოტოვებს.
გიორგი ბალახაძე