კატალონიური “ბარსელონას” მექსიკელი ნახევარმცველი ჯონათან დოს სანტოსი საკუთარ გუნდს დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ დაეხმარება.
კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 5 ნოემბერს, 23 წლის მექსიკელს მუხლზე ოპერაცია ჩაუატრდება.
ამის შემდეგ დოს სონტოსს მინიმუმ ექვსი თვე გაუცდება და გამორიცხული სულაც არაა, რომ მისთვის სეზონი ახლავე დასრულდეს. ჯონათანი ისედაც იშვიათად ხვდებოდა გუნდის შემადგენლობაში, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში სულ 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა და იანვრიდან სხვა გუნდში განათხოვრების წესით გადასვლის იმედი ჰქონდა, მაგრამ...