გერმანული “დორტმუნდის” გენერალურმა დირექტორმა ჰანს-იოჰიმ ვაცკემ კლუბის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დორტმუნდელებს მიმდინარე სატრანსფერო სეზონში კიდევ 40 მილიონი ევროს დახარჯვა შეუძლიათ.
“ამბიციურები ვართ და, შესაბამისად, სატრანსფერო სეზონშიც ვიაქტიურებთ. სოკრატისის ტრანსფერის შემდეგ, დასახარჯად 40 მილიონი ევრო კიდევ დაგვრჩა. ფულით ტრანსფერების დაჩქარება შესაძლებელია, მაგრამ ვცდილობთ, არა მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით ვიმუშავოთ ეფექტურად. ამიტომ, შესაფერის მომენტს ველით. 2-3 შემტევ ფეხბურთელს შევიძენთ, რომელთაგან ერთ-ერთი ახალგაზრდა და პერსპექტიული იქნება”, - განუცხადა ვაცკემ Bild-ს.
შეგახსენებთ, რომ დორტმუნდელთა ერთ-ერთი სამიზნე დონეცკის “შახტარის” ფეხბურთელი გენრიხ მხითარიანია.