ფეხბურთი

17:49 | 28.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდს” შმელცერი გამოაკლდა

გერმანული “დორტმუნდის” მცველი მარსელ შმელცერი ტრავმირებულია და გარკვეული პერიოდის ლაზარეთში გატარება მოუწევს. ამის შესახებ Kicker-ი იუწყება.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, გერმანელ მარცხენაფლანგელს მარცხენა ბარძაყის კუნთი აწუხებს და იძულებულია, იუქმოს. შმელცერმა დაზიანება პარასკევს გამართულ ვარჯიშზე მიიღო და საწვრთნელი პროცესი ნაადრევად დაასრულა.

გერმანელი ექიმების წინასწარი პროგნოზით, შმელცერი მოედანს 3 კვირაში დაუბრუნდება.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.048554