ფეხბურთი

18:04 | 21.03.2014 | ნანახია 955 - ჯერ

“დორტმუნდს” შმელცერი 1 თვით გამოაკლდა

გერმანული “დორტმუნდის” მარცხენა მცველი მარსელ შმელცერი ტრავმირებულია და ის გუნდს უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, შმელცერმა საზარდული ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით მატჩში, “ზენიტთან” წაგებულ შეხვედრაში (1:2) მიიღო.

ცნობილია, რომ 26 წლის ფეხბურთელი ბუნდესლიგის 5 თამაშის გარდა, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის ორივე დაპირისპირებას გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ გერმანელები მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდებიან და პირველ თამაშს, დისკვალიფიკაციის გამო, რობერტ ლევანდოვსკიც დააკლდება.

მარსელ შმელცერმა, ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 17 თამაში ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:24 | 21.03.2014
stavrida1 (126)

[bstripslashes((strlen('http://moige.at.ua')>0?']http://moige.at.ua':']http://moige.at.ua')) სპორტული პროგნოზები

18:27 | 21.03.2014
BVB-DEUTSCHLAND (1436)

ამ საქონელმა რა ჩაარტყა ესეთი, კაცი ერთი თვე ვერ ითამაშებს, ამოვიდა ყელში უკვე ეს ყველაფერი

18:29 | 21.03.2014
chamilo (33560)

ეგ საქონელი თუ დორტმუნდში გადავა მაშინ ვაპატიოთ ეგ საქციელი

18:19 | 21.03.2014
chamilo (33560)

ცუდია,ამ დორტმუნდს წელს ბედი არ აქვს რა და თან იმიტომ არის ცუდი რომ მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება და ამ ბიჭებს გაუჭირდებათ ფორმაში კარგად შესვლას

18:12 | 21.03.2014
M.U2015 (19400)

ამ რეალს როგორ გამართლა მარა ნახევარფინალიდან მაინც გამოვარდებიან ტრადიციულად

18:26 | 21.03.2014
El Capitano 7 (35967)

მართლა მუ ? შენ ბავარიას და პეპს ეხვეწე მოიესს ძაან ღრმად არ გაუკეთონ და სრულიად მანიუს ოკ ?

0.118944