ფეხბურთი

17:50 | 7.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდს” პიშჩეკი 5 თვით გამოაკლდა

გერმანული “დორტმუნდის” მარჯვენა მცველი ლუკაშ პიშჩეკი გუნდს მომდევნო 5 თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პოლონელმა ფეხბურთელმა ოპერაცია გაიკეთა.

“დორტმუნდის” ვებგვერდის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელმა მარჯვენა ფეხზე ოპერაცია გაიკეთა. ოფიციალური ინფორმაციით, დორტმუნდელთა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი მოედანზე გასვლას ოქტომბრამდე ვერ მოახერხებს.

გასულ სეზონში, პიშჩეკმა “დორტმუნდის” შემადგენლობაში 43 თამაში ჩაატარა. ბუნდესლიგაში, მან მოედანზე საერთო დროის 82% დაჰყო.

0.124381