ფეხბურთი

18:57 | 17.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდს” მხითარიანი მინიმუმ 1 თვით გამოაკლდა

“დორტმუნდის” ახალწვეულის, ჰენრიკ მხითარიანის გერმანული კარიერა წარუმატებლად იწყება. სომეხმა შემტევმა ნახევარმცველმა ტრავმა მიიღო და გუნდს მინიმუმ 1 თვით გამოაკლდა.

“ლუცერნთან” გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, “დორტმუნდმა” 4:1 იმარჯვა. გერმანელთა მხრიდან მე-3 გოლი მხითარიანმა გაიტანა, რომელმაც მოგვიანებით კოჭის ტრავმა მიიღო. იურგენ კლოპს იმედი ჰქონდა, რომ 24 წლის ფეხბურთელის დაზიანება სერიოზული არ იქნებოდა, მაგრამ დღეს გაირკვა, რომ სომეხი შემტევი მინიმუმ 4 კვირას გამოტოვებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მხითარიანი “დორტმუნდს” სეზონის სტარტზე ვერ დაეხმარება.

27 ივლისს, გერმანიის სუპერთასზე, “დორტმუნდი” “ბაიერნს” დაუპირისპირდება, ხოლო ბუნდესლიგის პირველ მატჩს კლოპის შეგიდები 10 აგვისტოს გამართავენ.

0.118203