ფეხბურთი

18:23 | 6.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდს” გიუნდოდანი და შმელცერი დაუბრუნდნენ

გერმანული “დორტმუნდისთვის” 2014 წელი კარგად იწყება. იურგენ კლოპის გუნდს ილქაი გიუნდოგანი და მარსელ შმელცერი დაუბრუნდნენ.

გიუნდოგანმა ტრავმა აგვისტოს მიწურულს მიიღო, რის გამოც 23 წლის ნახევარმცველი ფეხბურთს ხანგრძლივი დროით ჩამოშორდა. “დორტმუნდის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ის სეზონის მე-2 ნახევრისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

გიუნდოგანის მსგავსად, ვარჯიშს დაუბრუნდა მარსელ შმელცერიც, რომელსაც 9 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია.

0.115845