ფეხბურთი

1:56 | 10.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

„დორტმუნდს“ „ფრაიბურგთან“ გოლი ეყო

კვირას, გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტური ორი მატჩით დასრულდა. „დორტმუნდმა“ „ფრაიბურგთან“ მინიმალური ანგარიშით იმარჯვა, „მაინცმა“ და „ჰერტამ“ კი, ქულები გაიყვეს.

იურგენ კლოპის გუნდი ფრაიბურგს ეწვია და არცთუ იოლი გამარჯვება მოიპოვა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, დორტმუნდელთა ნახევარმცველმა სებასტიან კელმა შორი დისტანციიდან მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და ძალზე ეფექტური გოლის ავტორი გახდა. როგორც შემდეგ გაირკვა, სტუმრებს 3 ქულა სწორედ ამ გოლმა მოუტანა - 0:1.

ლევან კობიაშვილის „ჰერტა“ „მაინცს“ ეწვია და შინ ქულით დაბრუნდა. სასიხარულოა, რომ ქართველმა უკანახაზელმა მოედანზე 90 წუთი გაატარა. პირველმა ტაიმმა „კოფას არენაზეც“ უგოლოდ ჩაიარა, მეორე ნახევრის დებიუტში კი, ბერლინელებმა ანგარიში გახსნეს - ადრიან რამოსმა ხელსაყრელი პოზიციით ისარგებლა და „ჰერტა“ დააწინაურა.

მასპინძლები არ დანებდნენ და ერიკ შუპო-მოტინგის პენალტის წყალობით, წონასწორობაც მალევე აღადგინეს, რითაც ქულა გადაარჩინეს - 1:1.

 

ფრაიბურგი. „მაგე სოლარ შტადიონი“. 24000

ფრაიბურგი - დორტმუნდი 0:1 (0:0) 

ფრაიბურგი: ბაუმანი, კრმაში, სორგი, გიუნტერი, გინტერი, ფერნანდესი, შუსტერი (კოკლენი 76), შმიდი, დარიდა (კერკი 66), ცულეხნერი (კლაუსი 70), მეჰმედი.

მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, ჰუმელსი, პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, შმელცერი, კელი, შაჰინი (კირხი 63), მხითარიანი (ფრიდრიხი 90), გროსკროიცი, ობამეიანგი, შიბერი (ჰოფმანი 74).

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლი: 0:1 კელი (58)

გაფრთხილება: ფერნანდესი (24) - მხითარიანი (33), პაპასტატოპულოსი (44)

კარში დარტყმა: 10 (6) – 12 (5) ჯარიმა: 8 - 13 კუთხური: 1 - 5 თამაშგარე: 2 - 2 ბურთის ფლობა: 56% - 44% სეივი: 4 – 6

 

მაინცი. „კოფას არენა“. 30000

მაინცი - ჰერტა 1:1 (0:1)

მაინცი: კარიუსი, ნოვესკი, პოსპეხი, ჩჟუ-ჰუ, ბელი, მიულერი (დიასი 76), მორიცი, გეისი, ოკაზაკი, ჩუპო-მოტინგი (მალი 89), პარკერი (ჩჟა-ჩოლი 54).

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

ჰერტა: კრაფტი, კობიაშვილი, ლანგკამპი, პეკარიკი, ვან დენ ბეგრი, ნჟენგი (რონი 46), ჰოსოგაი, შელბრედი (ნიმაიერი 66), ჰოლანდი, ალაგი (ვაგნერი 82), რამოსი.

მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი

გოლი: 0:1 რამოსი (51), 1:1 ჩუპო-მოტინგი (65პ.)

გაფრთხილება: ჩჟუ-ჰუ (44), მორიცი (90) - ალაგი (45), ვაგნერი (90)

კარში დარტყმა: 16 (11) – 12 (7) ჯარიმა: 15 - 15 კუთხური: 5 - 4 თამაშგარე: 2 - 0 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 6 – 10

0.134129