გერმანიის ბუნდესლიგის ლიდერმა დორტმუნდის “ბორუსიამ” ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში, შესაძლოა, ერთბაშად სამ ცენტრალური მცველი მოისაკლისოს.
შაბათს დორტმუნდელები “ნიურნბერგს” ეწვევიან და მატს ჰუმელსის და ნევენი სუბოტიჩის გარდა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე “ნაპოლისთან” გამართულ შეხვედრაში დაშავდნენ, კითხვის ნიშნის ქვეშაა სოკრატის პაპასტატოპულოსის თამაშიც, რომელსაც ფეხი ჰქონდა ამოვარდნილი და აღდგენით პროცესს განაგრძობს.
“ჯერ ზუსტად არ ვიცით ვის ვათამაშებთ, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ პაპასტატოპულოსი თამაშს მოახერხებს. იგივეს თქმა შემიძლია ჰუმელსზე. ამ ორი მოთამაშის მოედანზე გასვლის შანსი არსებობს. “ნიურნბერგის” წინააღმდეგ თამაში იოლი არაა, მაგრამ ბოლო დროს ჩვენ მათთან მუდამ წარმატებებს ვაღწევდით და იმედია, ეს ტრადიცია გაგრძელდება” – განაცხადა “დორტმუნდის” სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მაინც უნდა მოიგოთ..
დორტმუნდი მაინც მოიგებს დაცვაში არანაირი პრობლემა არ ექნება თუ თავდასხმამ ივარგა დღეს
მიდი ნიურნბრგი 1 ვდებ
პაპასტოპულოსი და ჰუმელსი უკეთეს დუეტს ქმნის და ჯობია კლოპმა ეგ დუეტი მოამზადოს,სოკრატისი შეიძლება შეტევაში ძლიერი არაა მაგრამ დაცვაში საიმედოა და რამდენჯერაც შეუწყვილა ჰუმელსს,დორტმუნდის დაცვა უკეთესად გამოიყურებოდა,ლიგაზე გადაერთვება დორტმუნდი რომ ჯგუფიდან გავიდეს და დაიწყებს ქულების დაკარგვას და ამ ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე უნდა ისარგებლოს ბაიერნმა და გადაინაცვლოს პირველ ადგილზე