ფეხბურთი

15:47 | 9.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდმა” ადრიან რამოსი ოფიციალურად დაადასტურა

 

ბერლინის “ჰერტას” ფორვარდი ადრიან რამოსი მომდევნო სეზონიდან “დორტმუნდის” ღირსებას დაიცავს. ამ ინფორმაციას დორტმუნდელთა ოფიციალური საიტი ადასტურებს.

28 წლის კოლუმბიელი ბორუსიელებთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. გარიგების ფინანსური დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია. იურგენ კლოპის სამწვრთნელო შტაბი სამხრეთამერიკელს რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავს.

ცნობისათვის, გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, რამოსმა “ჰერტას” შემადგენლობაში 28 მატჩი ჩაატარა, სადაც 16 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

0.120999