ფეხბურთი

2:58 | 24.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

„დორტმუნდის“ მარცხს სათავე გიოტცემ დაუდო

გერმანიის ბუნდესლიგის მე–13 ტურის ცენტრალურ მატჩში, ერთმანეთს „დორტმუნდი“ და მიუნხენის „ბაიერნი“ დაუპირისპირდნენ. პეპ გვარდიოლას გუნდმა დამაჯერებელი ანგარიშით იმარჯვა და დორტმუნდელები სატურნირო ცხრილში მე–3 ადგილამდე დააქვეითა.

უნდა უთქვას, რომ იურგენ კლოპის გუნდი სერიოზული საკადრო პრობლემებით თამაშობდა. „დორტმუნდს“ სასტარტო შემადგენლობის 4 მცველი ეკლდა და თავიდანვე ნათელი იყო, რომ მიუნხენელები მასპინძელთა შესუსტებული დაცვით ისარგებლებდნენ.

პირველ ტაიმში, მარკო როისმა და მარიო მანჯუკიჩმა სახიფათო დარტყმები გაცვალეს, მაგრამ ტაბლოზე ანგარიში არ შეცვლილა. უგოლო ტაიმის შემდეგ, „ბაიერნის“ ახალწვეულმა მარიო გიოტცემ თავისი ყოფილი კლუბის გულშემატკივრები დაამწუხრა და მიუნხენელები წინ გაიყვანა. უნდა ითქვას, რომ ახალგაზრდა გერმანელმა გოლი მოკრძალებით აღნიშნა და „სიგნალ იდუნა პარკზე“ შეკრებილი მრავალრიცხოვანი ქომაგი დიდად არ გაუბრაზებია.

მატჩის მიწურულს, სტუმრებმა მასპინძლები კიდევ ორჯერ დაამწუხრეს – ჯერ არიენ რობენი შეიჭრა მარცხენა ფრთიდან და ზუსტად დაჰკრა, შემდეგ კი, ტომას მიულერმა იხეირა და ტაბლოზე 0:3 დააფიქსირა.

ყველაზე უხვგოლიანი მატჩი ფრანკფურტში შედგა, სადაც „აინტრახტმა“ „შალკეს“ უმასპინძლა. გელზენკირხენელებმა 2–ბურთიანი უპირატესობა იოლად გაანიავეს და მასპინძლებს დაწინაურების საშუალებაც კი მისცეს, მაგრამ ჰიოვედესის გოლმა „ხუმარებს“ ქულა მაინც გადაურჩინა – 3:3.

„აუგსბურგმა“ თავის კედლებში „ჰოფენჰაიმი“ მიიღო და ჰალილ ალტინტოპის დუბლის წყალობით 2:0 სძლია. მინიმალური ანგარიშებით იმარჯვეს „ფრაიბურგმა“ და „ლევერკუზენმა“, რომელთაც, შესაბამისად, „ბრაუნშვაიგი“ და „ჰერტა“ დაამარცხეს.

„ვოლფსბურგი“ „ნიურნბერგს“ ეწვია და შინ ქულით დაბრუნდა. გუნდებმა ერთმანეთის კარი თითოჯერ აიღეს და საყაიმო ანგარიშით გაიყარნენ – 1:1.


დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“. 80645

დორტმუნდი – ბაიერნი 0:3 (0:0)

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, ფრიდრიხი, პაპასტატოპულოსი, დურმი, გროსკროიცი, ბენდერი (პიშჩეკი 79), მხითარიანი (იბამეიანგი 71), ბლაშჩიკოვსკი (ჰოფმანი 71), შაჰინი, როისი, ლევანდოვსკი.

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ბაიერნი: ნოიერი, დანტე, რაფინია (ვან ბუიტენი 79), ბოატენგი (ტიაგო 64), მარტინესი, ლამი, ალაბა, რობენი, მიულერი, კროოსი, მანჯუკიჩი (გიოტცე 56).

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლი: 0:1 გიოტცე (66), 0:2 რობენი (85), 0:3 მიულერი (87)

გაფრთხილება: გროსკროიცი (45), მხითარიანი (56) – ბოატენგი (36), რაფინია (45), მანჯუკიჩი (56)

კარში დარტყმა: 7 (6) – 10 (8) ჯარიმა: 9 - 15 კუთხური: 2 - 3 თამაშგარე: 1 - 5 ბურთის ფლობა: 40% - 60% სეივი: 5 – 6

 

ნიურნბერგი. „გრუნდიგი“. 36000

ნიურნბერგი – ვოლფსბურგი 1:1 (0:1)

ნიურნბერგი: შეფერი, პოგატეცი, ნილსონი, ჩენდლერი, პლატენჰარდტი, ფოილნერი, ჰასებე, გლოუშეკი, კიოტაკე (გინჩეკი 64), ფრანცი (მაკი 55), დრმიჩი.

მწვრთნელი: გერტიან ვერბეკი

ვოლფსბურგი: ბენალიო, ოქსი, ნალდო, როდრიგესი, კნოხე, დიეგო, გუსტავო, პერიშიჩი (კალიჯური 77), მედოევიჩი, არნოლდი (პოლაკი 90), ოლიჩი (დოსტი 77).

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გოლი: 0:1 არნოლდი (39), 1:1 გინჩეკი (72)

გაფრთხილება: ფრანცი (29) – დიეგო (31)

კარში დარტყმა: 11 (6) – 23 (11) ჯარიმა: 20 - 17 კუთხური: 3 - 5 თამაშგარე: 3 - 0 ბურთის ფლობა: 48% - 52% სეივი: 10 – 5

 

ბრაუნშვაიგი. „აინტრახტ შტადიონი“. 22000

ბრაუნშვაიგი – ფრაიბურგი 0:1 (0:0)

ბრაუნშვაიგი: დაფარი, დოღანი, ბიჩაკჩიჩი, ვრანჩიჩი (ადემი 72), პერტელი (ერლი 83), ტოიერკაუფი, კრატცი, ბოლანდი, ელაბდელაუი (ჯეკსონი 85), ბელარაბი, კუმბელა.

მწვრთნელი: ტორსტენ ლიბერკნეხტი

ფრაიბურგი: ბაუმანი, სორგი, ჰენი, გიუნტერი, გინტერი, ფერნანდესი, პილარჟი (კერკი 65), ჰეფლერი, ჰანკე, ფრაისი (გუედე 88), მეჰმედი (კოკლენი 81).

მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი

გოლი: 0:1 ფერნანდესი (52)

გაფრთხილება: ბიჩაკჩიჩი (43), ბელარაბი (45), ბოლანდი (90) – პილარჟი (64)

კარში დარტყმა: 21 (9) – 8 (5) ჯარიმა: 17 - 17 კუთხური: 6 - 1 თამაშგარე: 4 - 1 ბურთის ფლობა: 52% - 48% სეივი: 4 – 9

 

ბერლინი. „ოლიმპიაშტადიონი“. 48000

ჰერტა – ლევერკუზენი 0:1 (0:1)

ჰერტა: კრაფტი, ვან დენ ბერგი, ლანკგამპი, პეკარიკი, ლუსტენბერგერი, ბენ–ჰატირა (ვაგნერი 75), შელბრედი (რონი 82), ჰოსოგაი, ჯიგერჯი, ალაგი (მუკხტარი 46), რამოსი.

მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი

ლევერკუზენი: ლენო, ვოლშაიდი, ტოპრაკი, დონატი, კასტრო, კანი, როლფესი, სემი (ჰეგელერი 4, კორი 88), ბენდერი, ჰიუნ–მინი (კრუზი 82), კისლინგი.

მწვრთნელი: სამი ჰიპია

გოლი: 0:1 კისლინგი (28)

გაფრთხილება: რონი (90) – კანი (34)

კარში დარტყმა: 12 (10) – 4 (3) ჯარიმა: 16 - 15 კუთხური: 9 - 1 თამაშგარე: 1 - 4 ბურთის ფლობა: 58% - 42% სეივი: 2 – 10

 

ჰანოვერი. ჰდი არენა“. 28000

აუგსბურგი – ჰოფენჰაიმი 2:0 (2:0)

აუგსბურგი: ჰიცი, კალსენ–ბრაკერი, ვერჰაგი, კლავანი, ოსტრცოლეკი, ვერნერი (ბობადილია 90), ბაიერი, ჰანი, ფოგტი, ალტინტოპი (მორავეკი 85), მილიკი (მიოლდერსი 76).

მწვრთნელი: მარკუს ვაინარცლი

ჰოფენჰაიმი: კასტელსი, ბეკი, ჯონსონი, აბრაჰამი, ზიულე, პოლანსკი (ჰერდლინგი 59), სალიჰოვიჩი (ტოლიანი 46), შტრობლი, ფირმინო (შიპლოკი 60), მოდესტი, ფოლანდი.

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

გოლი: 1:0 ალტინტოპი (17), 2:0 ალტინტოპი (23)

გაფრთხილება: კალსენ–ბრაკერი (55), ჰანი (64) – სალიჰოვიჩი (31), ჰერდლინგი (71), შტრობლი (74)

კარში დარტყმა: 16 (11) – 8 (5) ჯარიმა: 16 - 26 კუთხური: 5 - 4 თამაშგარე: 3 - 1 ბურთის ფლობა: 52% - 48% სეივი: 5 – 9

 

ფრანკფურტი. „კომერცბანკ არენა“. 51500

აინტრახტი – შალკე 3:3 (0:2)

აინტრახტი: ტრაპი, რუსი (ჩელოცი 90), სამბრანო, იუნგი, ბარნეტა, ლანიგი, ფლიუმი, როდე (შვეგლერი 83), კადლეცი (როზენტალი 81), ხოსელუ.

მწვრთნელი: არმინ ფე

შალკე: ჰილდებრანდი, უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, კოლაზინაკი (ფუკსი 70), აოგო (სალაი 79), ჯონსი, ბოატენგი (სანტანა 88), ფარფანი, დრაქსლერი, მეიერი.

მწვრთნელი: იენს კელერი

გოლი: 0:1 ფლიუმი (14ს.კ), 0:2 მატიპი (18), 1:2 ფლიუმი (56), 2:2 ხოსელუ (61), 3:3 ხოსელუ (69), 3:3 ჰიოვედესი (86)

გაფრთხილება: როდე (22), სამბრანო (37), ტრაპი (43), რუსი (63)

კარში დარტყმა: 15 (9) – 13 (7) ჯარიმა: 25 - 19 კუთხური: 5 - 1 თამაშგარე: 2 - 3 ბურთის ფლობა: 48% - 52% სეივი: 4 – 6

0.252107