ფეხბურთი

0:23 | 25.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

„დორტმუნდის“ და „შალკეს“ უქულო სტარტი

გერმანიის ბუნდესლიგის ახალი სეზონის პირველი ტური გათამაშების ერთ-ერთმა ფავორიტმა „დორტმუნდმა“ გელზენკირხენის „შალკეს“ უმასპინძლა და უქულოდ დარჩა. იურგენ კლოპის გაწვრთნილები სტუმართა ნახევარმცველმა კარიმ ბელარაბიმ პირველსავე წუთზე დაამწუხრა და თავგზაც აუბნია.

დორტმუნდელებს თამაშის დასალაგებლად დიდი დრო დასჭირდათ. განსაკუთრებული პრობლემა შეტევის წინა ხაზში შეინიშნებოდა, სადაც რობერტ ლევანდოვსკის ღირსეული შემცვლელი ნამდვილად არ ჩანს. მეორე ტაიმის დასკვნით ნაწილში, მასპინძლები აქტიურ შეტევებზე გადავიდნენ და დაცვაში ყურადღება მოადუნეს, რისთვისაც დაისაჯნენ კიდეც - ლევერკუზენელთა ფორვარდმა შტეფან კისლინგმა თავისი გუნდის სწრაფი იერიში ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა და ანგარიში 0:2 გახადა.

ბუნდესლიგაში აღზევებულმა „კიოლნმა“ ჰამბურგი მიიღო და პირველი ქულაც მოიპოვა. გუნდებმა ერთმანეთის კარს გასაღები ვერაფრით მოარგეს და უგოლოდ გაიყარნენ - 0:0.

მოულოდნელი იყო „შალკეს“ მარცხი, რომელიც ჰანოვერში უქულოდ დარჩა. მეორე ტაიმის დებიუტში, კლას-იან ჰუნტელარმა გელზენკირხენელები წინ გაიყვანა, მაგრამ მისმა გუნდმა რამდენიმეწუთიან მონაკვეთში ორი ბურთი გაუშვა და დამარცხდა.

„რაინ ნეკარზე“, „ჰოფენჰაიმი“ „აუგსბურგს“ დაუხვდა და დიდი გაჭირვების გარეშე იმარჯვა. ადამ სალაიმ და ტარიკ ელიუნუსიმ ორწუთიან მონაკვეთში თითო გოლი მიითვალეს და ზინსჰაიმელებს ტაიმი 2:0 მოაგებინეს. შესვენების შემდგე, სტუმრებმა თამაშში ძირეული ცვლილებები ვერ შეიტანეს და უქულოდ დარჩნენ.

 

 

ჰოფენჰაიმი - აუგსბურგი 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 სალაი (33), 2:0 ელიუნუსი (35)

გაფრთხილებები: ვოლანდი (15), პოლანსკი (77) - კალსენ-ბრაკერი (18), ბაიერი (47), ვერნერი (53)

 

ჰანოვერი - შალკე 2:1 (0:0)

გოლები: 0:1 ჰუნტელარი (47), 1:1 პრიბი (67), 2:1 ხოსელუ (70)

გაფრთხილებები: ანდრეასენი (78), პრიბი (90) - აიჰანი (76)

 

ჰერტა - ვერდერი 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 შიბერი (16), 2:0 შიბერი (47), 2:1 ლუკიმია (53), 2:2 დი სანტო (55)

გაფრთხილებები: გარსია (52), იუნუზოვიჩი (90)

 

აინტრახტი - ფრაიბურგი 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 სეფეროვიჩი (15)

გაფრთხილებები: იგნიოვსკი (75) - შუსტერი (44), კლაუსი (64), გიუნტერი (78)

 

კიოლნი - ჰამბურგი 0:0

გაფრთხილებები: ლემანი (56), რიზე (79) - ჯურუ (72), ვან დერ ვაარტი (79)

 

დორტმუნდი - ლევერკუზენი 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ბელარაბი (1), 0:2 კისლინგი (90)

გაფრთხილებები: იოიჩი (64) - იედვაი (45), ტოპრაკი (51)

 

პადერბორნი - მაინცი 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 ოკაზაკი (33), 1:1 კაჩუნგა (37), 2:1 ჰუნემეიერი (87), 2:2 ია-ჩოლ კო (90)

გაფრთხილებები: ბრუკნერი (44), ვრანჩიჩი (61) - ბროსინსკი (45), ჯო-ჰო პარკი (67)

 

გლადბახი - შტუტგარტი 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 მაქსიმი (51), 1:1 კრამერი (90)

გაფრთხილებები: ტრაორე (31), კრამერი (90) - მაქსიმი (51)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139242