საინტერესო ფაქტი: "დორტმუნდი"-"შტუტგარტის" შეხვედრაში ოთხივე გოლი მეორე ნახევარში გავიდა, დანარჩენი ოთხივე მატჩი კი 1:0 დასრულდა მასპინძლების სასარგებლოდ, ოთხივე იდენტური სცენარით და ეს ოთხივე გოლი პირველ ნახევარში ვიხილეთ...
იურგენ კლოპის "დორტმუნდს" შავად ჰქონდა საქმე, რადგან მატჩის დასრულებამდე 17 წუთი ადრე შინ 0:2-ს აგებდა. შტუტგარტელმა დანიელ დიდავიმ გაილაღა და ორი ბურთი გაუტანა რურელებს, მაგრამ როცა პირთამდე სავსე, გადაყვითლებული ტრიბუნები და ომახიანი შეძახილები გამხნევებს, იქ როგორ უნდა დანებდე? დორტმუნდელებმა შტურმი მოუწყვეს სტუმრებს და ჯერ გაბონელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაიტანა ლუკაშ პიშჩეკის პასით, მერე კი მარსელ შმელცერმა ჩააწოდა, მეკარე გამოსვლისას შეცდა და იტალიელმა ჩირო იმობილემ ერთ შეხებაში გაიტანა. ეს იმობილეს პირველი ბუნდესლიგური გოლია.
კიდევ რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი და "დორტმუნდი" ძალიან ახლოს იყო მოგებასთან: ხანგრძლივი შეტევა, პიშჩეკი ურტყამს, ბურთი მეკარეს სცდება, მაგრამ რუდიგერს გამოაქვს ცარიელი კარიდან...
აშკარად ეტყობა კლოპის გუნდს, რომ ტრავმიანობა მოქმედებს. ჯრ მარტო მარკო როისის არყოფნა რად ღირს. ამ შეხვედრაში კი "დორტმუნდი" თან გადარჩა, თან სრული საბაბი აქვს, უიღბლობაზე დაიჩივლოს.
"ლევერკუზენმა" წინა ტურებში ღია კარის დღე გამოაცხადა და გოლებს პანტა-პუნტით უშვებდა, მაგრამ ამჯერად გამოასწორა დაცვაში თამაში და 1:0 სძლია "აუგსბურგს". კორეელმა ჰიონგ-მინმა მოაგებინა როჯერ შმიდტის გუნდს და მეორე ადგილზ გადაიყვანა.
"გლადბახმა" მაქს კრუზეს გოლით აჯობა "ჰამბურგს", რომელსაც 5 ტურში გოლი არ გაუტანია. მეტი რომ არ ვთქვათ, სირცხვილია ასეთი ისტორიის მქონე კლუბისთვის.
სეზონში პირველი გოლი გაუშვა "კიოლნმა" და ეს წაგებად დაუჯდა. ჰანოვერელმა ხოსელუმ დასაწყისშივე გაუტანათ და "თხებმა" თამაშის გადარცEნა ვერ შესძლეს.
ოთხი ტურის შემდეგ, "ჰერტას" გამარჯვების ჯერიც დადგა. ბერლინელებმა ობიქტურად მათზე ძლიერ "ვოლფსბურგს" სძლიეს (1:0) და ეს ერთადერთი გოლი კოტდივუარელმა სოლომონ კალუმ მიითვალა.
ლევერკუზენი – აუგსბურგი 1:0 (1:0)
ლევერკუზენი: ლენო, იედვაი, ჰილბერტი, სპაჰიჩი, ბიონიში, ბელარაბი (დრმიჩი 77), ლარს ბენდერი, ჩალხანოღლუ (იურჩნკო 46), რაინარტცი, ჰიონგ-მინი (ვენდლი 90), კისლინგი
მწვრთნელი: როჯერ შმიდტი
აუსბურგი: ჰიტცი, რაჰმან-ბაბა, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ვერჰაეგი, ბაიერი, კორი (მატავჟი 80), ვერნერი (ეშვაინი 66), ალტინტოპი, ბობადილია, მოლდერსი (კაიუბი 29)
მწვრთნელი: მარკუს ვაინცირლი
გოლი: 1:0 ჰიონგ-მინი (33)
გაფრთხილება: იედვაი (1), კორი (39), რაინაირტცი (39), სპაჰიჩი (51), კაიუბი (90+2)
მსაჯი: ვინკმანი
დორტმუნდი – შტუტგარტი 2:2 (0:0)
დორტმუნდი: ვაიდენფელერი, პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, სუბოტოჩი, შმელცერი, იოჟიჩი, სვენ ბენდერი (რამოსი 66), გროსკროიცი (ჰუმლსი 74), კაგავა, ობამეიანგი (გიო 74), იმობილე
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
შტუტგარტი: ულრაიხი, კლაინი, რუდიგერი, საკაი, შვააბი, დიდავი (ნიდერმაიერი 80), გენტნერი (კოსტიჩი 89), ლეიტნერი, რომეუ, ტიმო ვერნერი (იბიშევიჩი 77)
გოლები: 0:1, 0:2 დიდავი (48, 69), 1:2 ობამეიანგი (73), 2:2 იმობილე (86)
გაფრთხილება: პაპასტატოპულოსი (61), რომეუ (64), სუბოტიჩი (81), გენტნერი (85)
მსაჯი: გრაფე
გლადბახი – ჰამბურგი 1:0 (1:0)
გლადბახი: სომერი, დომინგესი, იანჩკე, შტრანცლი, ტორგან აზარი (ჯონსონი 70), კორბი, კრანერი, კრუზე, ჰანი (ჰერმანი 80), რაფაელი (ჰრგოტა 75), ჯაკა
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი
ჰამბურგი: დრობნი, დიკმაიერი (გიოცი 90), ჯურუ, ოსტრჟოლეკი, ვესტერმანი, არსლანი (რუდნევსი 80), ბეჰრამი, ჰოლტბი, ნიკო მიულერი, შტიბერი (სიგერჩი 73), ლასოგა
მწვრთნელი: იენს ცინბაუერი
გოლი: 1:0 კრუზე (25)
გაფრთხილება: კრამერი (19), დიკმაიერი (41)
მსაჯი: აითექინი
ჰანოვერი – კიოლნი 1:0 (1:0)
ჰანოვერი: ცილერი, ალბორნოსი (ფელიპე 74), მარსელო, საკაი, შულცი, ანდრეასენი, გულსელამი, კიოტაკე, ბიტენკური (სობეხი 83), ბრიანი (კარამანი 55), ხოსელუ.
მწვრთნელი: ტაიფუნ ქორქუთი
კიოლნი: ჰორნი, ბრეჩკო (ოლკოვსკი 82), მარო, ვიმერი, ჰალფარი, ექტორი, ლემანი, პეჩკო (ცოლერი 58), რისე, ვიოგტი, ოსაკო (უია 58)
მწვრთნელი: პეტერ შიოგერი
გოლები: 1:0 ხოსელუ (5)
გაფრთხილება: პეჩკო (49), უია (90+3)
მსაჯი: შტიბერი
ჰერტა-ვოლგსბურგი 1:0 (1:0)
ჰერტა: კრაფტი, ჰეიტინგა (ჰეგელერი 75), პეკარიკი, ჰასოგაი, ლუსტენბერგერი, ნჯენგი, რონი (ნიმაიერი 84), სკილბრადი, ბერენსი, ჰარაგუჩი, კალუ (ვაგნერი 76)
მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი
ვოლფსბურგი: ბენალიო, იუნგი, ტიმ კლოზე, ნალდო, როდრიგესი, დე ბრუინი, ლუის გუსტავო, მალანდა (ჰუნტი 70), ვიერინია (პერიშიჩი 63), ოლიჩი (კალიჯური 46), ბენდტნერი
მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი
გოლი: 1:0 კალუ (35)
გაფრთხილება: ლუის გუსტავო (14), ნჯენგი (47), ჰარაგუჩი (57), ჰასოგაი (61), დე ბრუინი (90)
მსაჯი: ჰარტმანი
ილია კახელიშვილი