ფეხბურთი

14:27 | 31.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდი” შაჰინს გამოისყიდის

სეზონის ბოლოს, გერმანული “დორტმუნდი” მადრიდის “რეალისგან” ნური შაჰინის სატრანსფერო უფლებებს გამოისყიდის. ამის შესახებ Sport1.de იუწყება.

მოგეხსენებათ, შაჰინი დორტმუნდელთა რიგებში იჯარის წესით ასპარეზობს. სეზონის ბოლოს, გერმანელებს ნახევარმცველის გამოსყიდვა 7 მილიონ ევროდ შეეძლებათ. რამდენადაც ცნობილია, ტრანსფერის წინააღმდეგი არც თავად “რეალია”.

შეგახსენებთ, რომ “რეალმა” შაჰინი სწორედ “დორტმუნდისგან” შეიძინა, მაგრამ ხშირი ტრავმიანობის გამო, ნახევარმცველმა “სანტიაგო ბერნაბეუზე” თავი ვერ დაიმკვიდრა და იურგენ კლოპის გუნდში იჯარით დაბრუნდა.

 

0.127049