ფეხბურთი

20:07 | 16.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდი” სატრანსფერო გეგმებს აწყობს

ისევე, როგორც ყველა ევროპული კლუბი, დორტმუნდის “ბორუსიაც” ზამთრის სატრანსფერო პერიოდისთვის გეგმებს აწყობს და პრიორიტეტების განსაზღვრითაა დაკავებული.

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, დორტმუნდელები ინგლისურ “სანდერლენდს” უკვე შეუთანხმდნენ კორეელი თავდამსხმელის, ჯი დონ ვონას ტრანსფერთან დაკავშირებით. 22 წლის ფეხბურთელს ინგლისელებთან მოქმედი კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და მის გახანგრძლივებას არ აპირებს.

ვარაუდობენ, რომ იანვარში ტრანსფერის შესახებ ოფიციალური განცხადება გაკეთდება, მაგრამ ჯერ უცნობია როდის შეუერთდება ჯი “ბორუსიას” - ზაფხულში, “სანდერლენდთან” კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ თუ გერმანელები გარკვეული კომპენსაციის გადახდას დათანხმდებიან და კორეელს განაცხადში იანვარშივე დაიმატებენ.

გერმანული პრესის ცნობით, “დორტმუნდი” თვალს ადევნებს “ჰოფენჰაიმის” ახალგაზრდა ფორვარდ კევინ ფოლანდსაც, რომელმაც კლოპის გუნდს გოლი შაბათის მატჩში გაუტანა, თუმცა მისი გადაბირება შედარებით რთული იქნება.

0.126318