ფეხბურთი

16:12 | 22.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდი”-“რეალს” კეიპერსი იმსაჯებს

 

გერმანული “დორტმუნდისა” და მადრიდის “რეალის” პირველ ნახევარფინალურ მატჩს ჰოლანდიელი არბიტრი ბიორნ კეიპერსი მოემსახურება. ამის შესახებ უეფას ოფიციალური საიტი იუწყება.

40 წლის მსაჯს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 4 მატჩი ანდეს. მათ შორის, ჰოლანდიელმა “ბარსელონასა” და პსჟ-ს საპასუხო 1/4-ფინალური მატჩიც (1:1) იმსაჯა.

შეგახსენებთ, რომ “დორტმუნდისა” და “რეალის” მატჩი ოთხშაბათს, “სიგნალ იდუნა პარკზე” შედგება. მატჩი ჩვენი დროით 22:45-ზე დაიწყება.

0.122206