მილანის “ინტერის” ცენტრალური მცველი ანდრეა რანოკია დორტმუნდის “ბორუსიას” ინტერესის სფეროში მოექცა. გერმანულ კლუბს ტრავმების ეპიდემია აწუხებს და ისეთ ფეხბურთელს ეძებს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში თამაში შეეძლება.
ჯერჯერობით, დორტმუნდელებს მილანელთათვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ, თუმცა, აღნიშნული, შესაძლოა, უახლოეს დღეებში მოხდეს. იმასაც დავძენთ, რომ “ბორუსიას” პოტენციურ ახალწვეულთა შორის რანოკია ერთადერთი მცველია.
თრანსფერმარკტ-ი 25 წლის იტალიელ ფეხბურთელს 16.5 მილიონ ევროდ აფასებს.