გერმანული “დორტმუნდი” იტალიური “რომას” ნახევარმცველის – მირალემ პიანიჩის შეძენას ცდილობს. L’Equipe-ს ცნობით, გერმანელები ბოსნიელს მიუნხენის “ბაიერნში” გადასული მარიო გიოტცეს შემცვლელად განიხილავენ.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. რამდენადაც ცნობილია, პიანიჩის სანაცვლოდ, დორტმუნდელები 12 მილიონ ევროს იხდიან. თუკი ტრანსფერი შედგება, ნახევარმცველი ახალ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში, პიანიჩმა 27 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი მიითვალა.