გელზენკირხენის „შალკე“ ზედიზედ მე–3 მარცხს ახალწვეულმა მიშელ ბასტოსმა გადაარჩინა. ფაქტია, რომ „ხუმარებს“ საქმე სახუმაროდ ნამდვილად არ აქვთ –„ფიურტთან“ და „ბაიერნთან“ წაგებების შემდეგ, გელზენკირხენელებმა მორიგი უსახური მატჩი „მაინცის“ წინააღმდეგ ჩაატარეს.
27–ე წუთზე, ანდრეას ივანშიცმა ნიკოლაი მიულერის პასის შემდეგ ზუსტად დაჰკრა და „მაინცი“ დააწინაურა. ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, რაფაელმა ხელსაყრელ პოზიციაში თანამემამულე მიშელ ბასტოსი მონახა, ამ უკანასკნელმა კი, ბურთი მასპინძელთა კარის ბადეში იოლად მოათავსა.
მეორე ტაიმში, გელზენკირხენელები კიდევ ერთხელ აღმოჩნდნენ მდევრის როლში, რადგან ზდენეკ პოსპეხმა „მაინცი“ დააწინაურა. 82–ე წუთზე, მიშელ ბასტოსმა თავისი საფირმო მარცხენათი დაარტყა და „შალკეში“ გადასვლის შემდეგ მე–3 გოლი მიითვალა – 2:2.
„ლევერკუზენმა“ საკუთარ „ბაი არენაზე“ „აუგსბურგს“ უმასპინძლა 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. აუსგბურგელები ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ, მაგრამ მასპინძლებმა საგოლე მომენტები უკეთ გამოიყენეს და, შესაბამისად, იმარჯვეს კიდეც.
26–ე წუთზე, ლევერკუზენელთა მთავარმა მეგოლემ – შტეფან კისლინგმა თავური დარტყმით დააწინაურა თავისი გუნდი. ცხადია, მასპინძლები მხოლოდ 3 ქულისთვის იბრძოლებდნენ და მეორე ტაიმში ანგარიშის გაზრდაზეც დაიწყეს ზრუნვა. „ლევერკუზენმა“ მიზანს 75–ე წუთზე მიაღწია – კისლინგის დარტყმის შემდეგ, აუგსბურგელტა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, ამით კი, ლარს ბენდერმა ისარგებლა და თავისი გუნდი კიდევ უფრო წინ გაიყვანა.
მატჩის მიწურულს, საშა მიოლდერსმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა, მაგრამ სტუმრებმა ქულის გადარჩენა ვეღარ შეძლეს – 2:1.
ლუსიენ ფავრის დამოძღვრილი „გლადბახი“ ჰამბურგს ეწვია და ადგილობრივ კლუბთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა, ერთადერთი გოლის ავტორი რაფაელ ვან დერ ვარტი გახდა, რომელმაც 24–ე წუთზე შორი მანძილიდან ყუმბარისებული დარტყმა შეასრულა და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.
მოქმედმა ჩემპიონმა „დორტმუნდმა“ „აინტრახტს“ უმასპინძლა და მარკო როისის ჰეთ–თრიქის წყალობით, 3:0 დაამარცხა. ახალგაზრდა გერმანელმა საწყის 10 წუთში დუბლის გაფორმება მოასწრო – ჯერ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა აიღო სტუმართა კარი, შემდეგ კი, მატს ჰუმელსის ბწყინვალე პასი დააგვირგვინა გოლით.
30–ე წუთზე, დორტმუნდელები მოედანზე 10–კაციანი შემადგენლობით დარჩნენ, მაგრამ სათამაშო უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ. თანაც, მეორე ტაიმში მსაჯმა სტუმართა ფეხბურთელიც გააძევა და რიცხვობრივი თანაფარდობაც აღდგა.
65–ე წუთზე, მარიო გიოტცემ ხელსაყრელ პოზიციაში მყოფი როისი მოძებნა და ნახევარმცველსაც ისღა დარჩენოდა, ჰეთ–თრიქი გაეფორმებინა – 3:0.
ბრემენი. „ვეზერშტადიონი“. 39000
ვერდერი – ფრაიბურგი 2:3 (1:1)
ვერდერი: მილიცი, ფრიცი, პრედლი, ლუკიმია–მულონგოტი, შმიცი, ელია (აკპალა 81), იუნუზოვიჩი (ილდირიმი 73), ეკიჩი (არნაუტოვიჩი 54), იგნიოვსკი, დე ბრეინე, პეტერსენი.
მწვრთნელი: ტომას შააფი
ფრაიბურგი: ბაუმანი, დიანე, სორგი, ჰედენსტადი (გიუნტერი 58), გუედე (ფლიუმი 82), გინტერი, როზენტალი (სანტინი 88), მაკიადი, შუსტერი, კრუზე, კალიჯური.
მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი
გოლები: 0:1 კრუზე (36), 1:1 პეტერსენი (39), 1:2 კალიჯური (54პ.), 2:2 პეტერსენი (65), 2:3 გინტერი (71)
გაფრთხილება: მაკიადი (78)
კარში დარტყმა: 9 (5) – 14 (12) ჯარიმა: 23 - 16 კუთხური: 6 - 5 თამაშგარე: 2 - 3 ბურთის ფლობა: 52% - 48% სეივი: 8 – 1
დიუსელდორფი. „ესპირიტ არენა“. 38000
ფორტუნა – ფიურტი 1:0 (1:0)
ფორტუნა: გიფერი, ბალოგუნი, ლატკა, მალეზასი, ვან დენ ბერგი, ფინკი, ტეშე, ბელინგჰაუზენი, კრუზი (პაურევიჩი 90), რაიზინგერი (ვერგკამპი 90), შაჰინი (ილსე 63).
მწვრთნელი: ნორბერტ მაიერი
ფორტუნა: ჰესლი, ციმერმანი, ზობიხი, მავრაი (კლიანე 67), ბაბა, ვარგა, ნერიგი (ცილნერი 72), კლაუსი (აზემი 85), პრიბი, სარარერი, ჯურჯიჩი.
მწვრთნელი: მიხაელ ბიუსკენსი
გოლი: 1:0 ბელინგჰაუზენი (18)
გაფრთხილებები: ფინკი (49), ტეშე (56) – ვარგა (12), მავრაი (62), ნერიგი (71)
გაძევება: ვარგა (38)
კარში დარტყმა: 13 (8) – 3 (1) ჯარიმა: 20 - 28 კუთხური: 5 - 4 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 48% - 52% სეივი: 1 – 8
ჰამბურგი. „იმტეხ არენა“. 55000
ჰამბურგი – გლადბახი 1:0 (1:0)
ჰამბურგი: დრობნი, დიკმაიერი, რაიკოვიჩი, ვესტერმანი, აოგო, იანსენი, ბადელი, შელბრედი (არსლანი 75), ვან დერ ვარტი (ბერგი 88), რუდნევი, ჰიუნ–მინი (ბაისტერი 75).
მწვრთნელი: ტორსტენ ფინკი
გლადბახი: შტეგენი, შტრანცლი, დომინგესი, იანტშკე, დამსი, ჯაკა (დე იონგი 82), მარქსი, რუპი (იუნესი 66), არანგო, ჰერმანი (ნორდტვეიტი 87), ჰანკე.
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი
გოლი: 1:0 ვან დერ ვარტი (24)
გაფრთხილებები: ბადელი (61) – ჰერმანი (74)
კარში დარტყმა: 6 (2) – 5 (1) ჯარიმა: 18 - 17 კუთხური: 3 - 3 თამაშგარე: 5 - 5 ბურთის ფლობა: 52% - 48% სეივი: 1 – 1
ლევერკუზენი. „ბაი არენა“. 23784
ლევერკუზენი – აუგსბურგი 2:1 (1:0)
ლევერკუზენი: ლენო, ბენიში, ტოპრაკი, ვოლშაიდი, კარვახალი, რაინარცი, კასტრო, სემი (როლფესი 37), ბენდერი (შვაბი 84), კისლინგი, შიურლე (ჰეგელერი 78).
მწვრთნელი: სამი ჰიპია
აუგსბურგი: მანინგერი, კალსენ–ბრაკერი, კლავანი, დე იონგი, პარკჰერსტი (ჰაინი 90), ვერნერი (ჰანი 57), ბაიერი (ერლი 68), ფოგტი, ჩჟა–ჩოლი, მიოლდრსი, დონ–ვონი.
მწვრთნელი: მარკუს ვაინარცლი
გოლები: 1:0 კისლინგი (26), 2:0 ბენდერი (75), 2:1 მიოლდერსი (89)
კარში დარტყმა: 13 (5) – 12 (4) ჯარიმა: 11 - 14 კუთხური: 4 - 3 თამაშგარე: 3 - 4 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 3 – 4
მაინცი. „კოფას არენა“. 34000
მაინცი – შალკე 2:2 (1:1)
მაინცი: ვეტკლო, ნოვესკი, სვენსონი, პოსპეხი, დიასი, სოტო, ზიმლინგი (კალიჯური 84), ივანშიცი (ედე 86), ბაუმჰარტლინგერი, მიულერი, სალაი.
მწვრთნელი: ტომას ტუხელი
შალკე: ჰილდებრანდი, ფუკსი, ჰიოვედესი, მატიპი, ჯონსი, ბასტოსი, რაფაელი (მაიერი 72), ნოიშტედტერი, ჰიოგერი, დრაქსლერი (ბარნეტა 90), ფარფანი (პუკი 85).
მწვრთნელი: იენს კელერი
გოლები: 1:0 ივანშიცი (27), 1:1 ბასტოსი (41), 2:1 პოსპეხი (63), 2:2 ბასტოსი (82)
გაფრთხილებები: სვენსონი (47) – მატიპი (60), ფუკსი (66), ნოიშტედტერი (84)
კარში დარტყმა: 14 (5) – 9 (5) ჯარიმა: 10 - 16 კუთხური: 4 - 4 თამაშგარე: 2 - 3 ბურთის ფლობა: 52% - 48% სეივი: 3 – 3
დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“. 85000
დორტმუნდი – აინტრახტი 3:0 (2:0)
დორტმუნდი: ვაიდენფელერი, პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი, გუნდოგანი (შაჰინი 89), ბენდერი, ბლაშჩიკოვსკი (გროსკროიცი 66), გიოტცე (ლაიტნერი 82), როისი, შიბერი.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
აინტრახტი: ტრაპი, იუნგი, სამბრანო, ანდერსონი, ოჩიპკა, შვეგლერი, როდე (ჩელოცი 80), მაიერი, აიგნერი (ოკსეანი 60), ინუი, ლაკიჩი (მატმური 78).
მწვრთნელი: არმინ ფე
გოლები: 1:0 როისი (8), 2:0 როისი (10), 3:0 როისი (65)
გაფრთხილებები: შიბერი (27), სუბოტიჩი (510, ჰუმელსი (89) – ლაკიჩი (43), ინუი (54)
გაძევებები: შიბერი (31) – ინუი (74)
კარში დარტყმა: 9 (5) – 7 (2) ჯარიმა: 17 - 18 კუთხური: 3 - 4 თამაშგარე: 2 - 3 ბურთის ფლობა: 64% - 36% სეივი: 1 – 2
1. | ბაიერნი | 22 | 18 | 3 | 1 | 57:7 | 57 | |
2. | დორტმუნდი | 22 | 12 | 6 | 4 | 50:26 | 42 | |
3. | ლევერკუზენი | 22 | 12 | 5 | 5 | 43:30 | 41 | |
4. | აინტრახტი | 22 | 11 | 4 | 7 | 38:34 | 37 | |
5. | ფრაიბურგი | 22 | 9 | 7 | 6 | 29:22 | 34 | |
6. | ჰამბურგი | 22 | 10 | 4 | 8 | 27:27 | 34 | |
7. | მაინცი | 22 | 9 | 5 | 8 | 30:27 | 32 | |
8. | შალკე | 22 | 8 | 6 | 8 | 35:37 | 30 | |
9. | გლადბახი | 22 | 7 | 9 | 6 | 31:33 | 30 | |
10. | ჰანოვერი | 21 | 9 | 2 | 10 | 39:39 | 29 | |
11. | ვერდერი | 22 | 8 | 4 | 10 | 38:41 | 28 | |
12. | ფორტუნა | 22 | 7 | 6 | 9 | 27:29 | 27 | |
13. | ვოლფსბურგი | 22 | 7 | 5 | 10 | 22:32 | 26 | |
14. | ნიურნბერგი | 21 | 6 | 7 | 8 | 20:27 | 25 | |
15. | შტუტგარტი | 21 | 7 | 4 | 10 | 23:39 | 25 | |
16. | ჰოფენჰაიმი | 21 | 4 | 4 | 13 | 26:45 | 16 | |
17. | აუგსბურგი | 22 | 2 | 9 | 11 | 18:35 | 15 | |
18. | ფიურტი | 22 | 2 | 6 | 14 | 13:36 | 12 |
ბომბარდირები: კისლინგი (ლევერკუზენი), მანჯუკიჩი (ბაიერნი) – 15, ლევანდოვსკი (დორტმუნდი) – 14, მაიერი (აინტრახტი), სალაი (მაინცი) – 12, მიულერი (ბაიერნი) – 11.