ფეხბურთი

13:05 | 26.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდი” მიუპეს აკვირდება

ფრანგული “ნიცას” ახალგაზრდა თავდამსხმელი ნილ მიუპე დორტმუნდის “ბორუსიას” თვალთახედვის არეში მოექცა.

Lequipe-ს ცნობით, გერმანიის ვიცე-ჩემპიონი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ ერთი თავდამსხმელის შეძენას ეცდება. ერთ-ერთი პრეტენდენტი სწორედ 18 წლის მიუპეა, რომლის შეძენაც, იურგენ კლოპის აზრით, სამომავლოდ კარგი ინვესტიცია იქნება.

საფრანგეთის ლიგა 1-ის განვლილ სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში, მიუპემ 2 გოლი გაიტანა. “ნიცასთან” მოქმედი კონტრაქტი მას 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

 

0.091438