ფეხბურთი

2:34 | 27.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდი” “ლევერკუზენს” დაუზავდა, ჩემპიონმა – მოიგო

გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის ტრიუმფატორი მიუნხენის “ბაიერნი” ბრემენის “ვერდერთან” ორჯერ მარცხდებოდა, მაგრამ დამაჯერებელი ანგარიშით მოგება მაინც მოახერხა. “ალიანს არენაზე”, “მუსიკოსები” სწრაფი გოლით დაწინაურდნენ – გებრე სელასიმ სწრაფი იერიში დააგვირგვინა და ბრემენელები დააწინაურა.

მიუნხენელებს ანგარიშის გასათანაბრებლად 10 წუთი დასჭირდათ – ფრანკ რიბერიმ მეკარეს ბურთი ფეხებშუა გაუძვრინა. ტაიმის დასრულებამდე, მარცხენა ფრთიდან შეჭრილმა აარონ ჰანტმა იხეირა და “ვერდერი” შესვენებაზე უპირატესობით გაიყვანა – 1:2.

მეორე ტაიმში, “ბაიერნმა” მატჩის სადავეები ხელთ იგდო და გოლებსაც მოუხშირა. 53-ე და 57-ე წუთებზე, კლაუდიო პისარო ორი ბურთით გამოირჩა და მასპინძლები წინ გაიყვანა. 61-ე წუთზე, ბასტიან შვაინშტაიგერმა ფილიპ ლამის მიერ ჩაწოდებულ ბურთს თავი დაჰკრა და “ბაიერნს” სოლიდური უპირატესობა მოუტანა. მატჩში წერტილი არიენ რობენმა დასვა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაარტყა და ტაბლოზე 5:2 დააფიქსირა.

უხვგოლიანი მატჩი გამოვიდა “ბაი არენაზეც”, სადაც “ლევერკუზენმა” და “დორტმუნდმა” ქულები გაიყვეს. “ფარმაცევტები” მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ – კუთხურის შემდეგ, სტუმართა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რითაც ლარს ბენდერმა ისარგებლა. 29-ე წუთზე, ზუსტი თავურით უკვე ოლივერ კირხი გამოირჩა და წონასწორობა აღადგინა.

მესამე გოლიც თავურ დარტყმას მოჰყვა – ამჯერად, გონსალო კასტრომ იხეირა და “ლევერკუზენი” კიდევ ერთხელ დააწინაურა. ტაიმის დასრულებამდე, დორტმუნდელთა ვარსკვლავმა მარკო როისმა პენალტი გოლად აქცია და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გაიყვანა.

როგორც შემდეგ გაირკვა, მატჩის მთავარი მოვლენები სწორედ პირველ ტაიმში განვითარდა. შეხვედრის მეორე ნახევარში, გუნდებმა გოლების გატანა შეწყვიტეს და შედეგიან ფრეზე გაიყარნენ – 2:2.

ასეთივე ანგარიში დაფიქსირდა ვოლფსბურგშიც, სადაც ადგილობრივი გუნდი “ფრაიბურგს” დაუხვდა. “მგლები” ივან პერიშიჩის გოლებით ორჯერ იგებდნენ, მაგრამ სტუმრები არ გატყდნენ და ქულის გადარჩენა მოახერხეს.

ლევან კობიაშვილის “ჰერტამ” ბოლოადგილოსანი “ბრაუნშვაიგი” 2:0 დაამარცხა. ვეტერანი ქართველი ბერლინელთა განაცხადში არ ყოფილა.

 

 

მიუნხენი. „ალიანს არენა“. 71000

ბაიერნი - ვერდერი 5:2 (1:2) 

ბაიერნი: ნოიერი, ბოატენგი, დანტე (73), ხავი მარტინესი, ალაბა (კონტენტო 76), რიბერი, შვაინშტაიგერი, მიულერი, გიოტცე, ვიზერი (ლამი 46), პისარო.

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

ვერდერი: ვოლფი, ფრიცი, პრედლი, კალდიროლა, გარსია, სელასი, ბარგფრედე, მაკიადი (იგნიოვსკი 55), ჰანტი (კროოსი 83), იუნუზოვიჩი, დი სანტო (ელია 71).

 წვრთნელი: რობინ დუტი

გოლი: 0:1 სელასი (10), 1:1 რიბერი (20), 1:2 ჰანტი (36), 2:2 პისარო (53), 3:2 პისარო (57), 4:2 შვაინშტაიგერი (61), 5:2 რობენი (74)

გაფრთხილება: მიულერი (38) - კალდიროლა (76)

კარში დარტყმა: 23 (14) – 7 (4) ჯარიმა: 12 - 14 კუთხური: 13 - 5 თამაშგარე: 1 - 3 ბურთის ფლობა: 70% - 30% სეივი: 2 – 9

 

ზინსჰაიმი. „რაინ ნეკარი“. 30000

ჰოფენჰაიმი - აინტრახტი 0:0  

ჰოფენჰაიმი: გრალი, ბეკი, ჯონსონი, აბრაჰამი, ზიულე, პოლანსკი, რუდი, ფირმინო, მოდესტი, ჰერდლინგი (გიაუ 69), ფოლანდი.

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

აინტრახტი: ტრაპი, რუსი, მადლუნგი, ჯაკპა, სამბრანო, იუნგი, ბარნეტა (შრეკი 36), მაიერი, აიგნერი (ოჩიპკა 71), ლანიგი, ხოსელუ.

 წვრთნელი: არმინ ფე

გაფრთხილება: ლანიგი (24), ხოსელუ (70), შრეკი (74), ტრაპი (84)

გაძევება: მოდესტი (85)

კარში დარტყმა: 18 (12) – 8 (6) ჯარიმა: 19 - 17 კუთხური: 3 - 2 თამაშგარე: 0 - 2 ბურთის ფლობა: 47% - 53% სეივი: 6 – 12

 

ბელინი. „ოლიმპიაშტადიონი“. 52000

ჰერტა - ბრაუნშვაიგი 2:0 (0:0) 

ჰერტა: კრაფტი, ლანგკამპი, პეკარიკი, ვან დენ ბეგრი, ბრუკსი, ბაუმიოჰანი, ჰოსოგაი, შელბრედი (რონი 62), ჯიგერჯი (ნიმაიერი 69), ალაგი, ვაგნერი (რამოსი 62).

მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი

ბრაუნშვაიგი: დაფარი, რაიხელი (კესელი 83), ბიჩაკჩიჩი, ჰოკსჰაიდტი (ბელარაბი 46), ტოიერკაუფი, ბოლანდი, ელაბდელაუი (პფიცნერი 83), კორეია, კრუპკე, კუმბელა, ნილსენი.

 წვრთნელი: ტორსტენ ლიბერკნეხტი

გოლი: 1:0 ბრუკსი (61), 2:0 ალაგი (77)

კარში დარტყმა: 20 (9) – 7 (5) ჯარიმა: 13 - 17 კუთხური: 8 - 3 თამაშგარე: 3 - 2 ბურთის ფლობა: 49% - 51% სეივი: 5 – 7

 

ვოლფსბურგი. „ფოლკსვაგენ არენა“. 30000

ვოლფსბურგი - ფრაიბურგი 2:2 (1:0)

ვოლფსბურგი: გრიუნი, ნალდო, როდრიგესი, კნოხე, პოლაკი, პერიშიჩი, ტრეში, მედოევიჩი (ვიეირინია 66), დე ბრეინე, არნოლდი, ოლიჩი (ჯალიჯური 82).

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

ფრაიბურგი: ბაუმანი, კრმაში, გიუნტერი (ჰეფლერი 88), გუედე (ფრაისი 84), გინტერი, ფერნანდესი, შუსტერი, შმიდი, დარიდა, კერკი (ტერაცინო 72), მეჰმედი.

 წვრთნელი: კრისტიან შტრაიხი

გოლი: 1:0 პერიშიჩი (3), 1:1 მეჰმედი (61), 2:1 პერიშიჩი (70), 2:1 ტერაცინო (83)

გაფრთხილება: დე ბრეინე (41), პერიშიჩი (70) - კრმაში (3), ტერაცინო (88)

კარში დარტყმა: 23 (13) – 13 (9) ჯარიმა: 15 - 14 კუთხური: 11 - 7 თამაშგარე: 1 - 3 ბურთის ფლობა: 50% - 50% სეივი: 7 – 11

 

მაინცი. „კოფას არენა“. 34000

მაინცი - ნიურნბერგი 2:0 (2:0)

მაინცი: კარიუსი, ნოვესკი, პოსპეხი, დიასი, ბელი, სოტო (ჩჟა-ჩოლი 73), მორიცი, მალი (ბაუმჰარტლინგერი 86), გეისი, ოკაზაკი (ნედელევი 90), ჩუპო-მოტინგი.

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

ნიურნბერგი: შეფერი, პინოლა, ჩენდლერი (ანგა-ლეტშერი 46), პლატენჰარდტი, ბალიჩი, კიოტაკე, მაკი (გლოუშეკი 62), პეტრაკი, შტარკი (კოლაკი 70), ფრანცი, დრმიჩი.

 წვრთნელი: როგერ პრინცენი

გოლი: 1:0 ოკაზაკი (30), 2:0 მორიცი (44)

გაფრთხილება: ანგა-ლეტშერი (48), დრმიჩი (60)

კარში დარტყმა: 18 (10) – 13 (4) ჯარიმა: 6 - 12 კუთხური: 8 - 7 თამაშგარე: 0 - 2 ბურთის ფლობა: 56% - 44% სეივი: 4 – 8

 

ლევერკუზენი. „ბაი არენა“. 30000

ლევერკუზენი - დორტმუნდი 2:2 (2:2)

ლევერკუზენი: ლენო, სპაჰიჩი, ტოპრაკი, ჰილბერტი, ბენიში, კასტრო (როლფესი 81), ბენდერი, კანი, ბრანდტი (ოზტუნალი 81), კისლინგი (დერდიოკი 84), ჰიუნ-მინი.

მწვრთნელი: საშა ლევანდოვსკი

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, პაპასტატოპულოსი, კირხი, ჰუმელსი, პიშჩეკი, შაჰინი, გროსკროიცი, მხითარიანი (ობამეიანგი 75), იოიჩი (ჰოფმანი 83), როისი, ლევანდოვსკი (შიბერი 90).

 წვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლი: 1:0 ბენდერი (7), 1:1 კირხი (29), 2:1 კასტრო (35), 2:2 როისი (39პ.)

გაფრთხილება: სპაჰიჩი (52) - ლევანდოვსკი (48)

კარში დარტყმა: 16 (7) – 14 (6) ჯარიმა: 13 - 9 კუთხური: 7 - 5 თამაშგარე: 3 - 0 ბურთის ფლობა: 44% - 56% სეივი: 4 – 5

 

0.217759