ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიური “ბარსელონა” პოლონეთის ეროვნული ნაკრებისა და დორტმუნდის “ბორუსიას” ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკით გეგმავს გაძლიერებას, მაგრამ, როგორც ჩანს, საქმე მთლად ასე მარტივად არაა.
Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიელები სერიოზულად კი ფიქრობენ 25 წლის პოლონელით შეტევის ხაზის გაძლიერებას, თუმცა მასთან კონტრაქტის გაფორმებას მხოლოდ ზაფხულში გეგმავენ, როდესაც ლევანდოვსკი თავისუფალი აგენტი გახდება.
დორტმუნდელებს კი, ამ საკითხთან მიმართებაში სულ სხვა გეგმები აქვთ. ისინი გუნდის ლიდერის უსასყიდლოდ დაკარგვას ვერ ეგუებიან და ამიტომ, მის გასხვისებას იანვარში გეგმავენ, რათა ტრანსფერიდან გარკვეული თანხა მაინც აიღონ. უფრო მეტიც, გერმანულ პრესაში ის კონკრეტული თანხაც სახელდება, რომელსაც “დორტმუნდი” პოლონელის სანაცვლოდ მოითხოვს - 7 მილიონი ევრო.
სწორედ ამიტომ, შანსი იმისა, რომ რობერტი კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს, არც ისე მაღალია, რადგან ლევანდოვსკის გარშემო შექმნილ სიტუაციას თვალყურს ადევნებენ ინგლისური კლუბები - ორივე მანჩესტერული გრანდი და ლონდონური “ჩელსი” და “არსენალი”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რა დიშლადუნდათ თორე კი წაიყყვანონ თანახმა ვარ მე მეგონა რომ იყიდეს იტალიის ნაკრებში დგასო და მეთქი გვეშველათქო და იანგი ჯობია რო დგება ცოცხლდება ფლანგი
დარმიანი როცა ადვილი საყიდი იყო მაშინ არ იყიდეს და ეხლა მანიუ მაგას არ გაყიდის და თან გვარდი მიდი რა ააცვი რა ლამის გადმოწევა იყოს სადაც არის