ფეხბურთი

13:44 | 13.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდი” ლანსინის შეძენით დაინტერესდა

 

დორტმუნდის “ბორუსია” არგენტინული “რივერ პლეიტის” ნახევარმცველ მანუელ ლანსინის მიმართ დიდ ინტერესს იჩენს.

Info Ticker-ის ცნობით, 20 წლის ფეხბურთელმა სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ მერე მთავარი მწვრთნელის რამონ დიასის ერთ-ერთ ასისტენტს წაეჩხუბა და სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. თუმცა, უკანასკნელ მატჩებში ის მოედანზე ისევ გამოჩნდა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლანსინის შეძენა არაბულ კლუბს “ბანიას” სურდა და ტრანსფერში 7,5 მილიონ დოლარს იხდიდა, თუმცა ახალი ინფორმაციით “დორტმუნდმა” წინადადება გააუმჯობესა და მზადაა “რივერს” 10 მილიონი შესთავაზოს. ამას ემატება პერსპექტივა იმისა, რომ თავად ფეხბურთელი გერმანიის ბუნდესლიგის ერთ-ერთ წამყვან კლუბში უკეთ განვითარდება, ვიდრე აზიური ქვეყნის კლუბში და ტრანსფერი შესაძლოა იანვარში ოფიციალურად გაფორმდეს.

 


 

 

 

0.1419