“დორტმუნდის” ხელმძღვანელობა “იუვენტუსიდან” “ტორინოში” იჯარით მოთამაშე ფორვარდ ჩირო იმობილეს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.
როგორც ირკვევა, გერმანელები იტალიელს 5-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდნენ. თავდამსხმელის წლიური ანაზღაურება 2 მილიონი ევრო იქნება. იმობილეს ტრანსფერი 20 მილიონ ევროდაა შეფასებული.
ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, იმობილემ 32 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი მიითვალა.