ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, გერმანული “დორტმუნდი” 24 წლის მცველის – მატს ჰუმელსის გაყიდვას არ გეგმავს. Sport1.de-ს ცნობით, გერმანელ უკანახაზელს კატალონიის “ბარსელონა” ეპატიჟება, მაგრამ საქმე ისე მიდის, რომ კლუბები ტრანსფერზე ვერ შეთანხმდებიან.
“ჰუმელსი მომდევნო სეზონს “დორტმუნდში” დაიწყებს. ამ საკითხს წერტილი აქვს დასმული”, - განაცხადა დორტმუნდელთა სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა.
ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში, ჰუმელსმა “დორტმუნდის” მაისურით 37 მატჩი ჩაატარა და 3 გოლით გამოირჩა.